სოფელი ხაბუმე მდებარეობს მდინარეების ხობისწყლისა და ოჩხომურის ხეობათა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. სოფლის ისტორიული განვითარება უკავშირდება სამ უბანს: ჯუმითი, ხაბუმე, მოიდანახე…
ჯუმითი ამ სოფლის ერთერთი უძველესი უბანია. ძველ ეპოქაში ეს იყო დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც განლაგებული იყო ყოფილი წმინდა გიორგის საყდრის მიმდებარე ტერიტორიაზე . ამ უბნის მეზობლად მდებარეობს პირველი ჯუმითი. ის არ შედის ხაბუმის სასოფლო ზონაში და არის ლეწურწუმეს ნაწილი. უდაოა ამ ორი უბნის ისტორიული ნათესაობა, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს ორი სრულიად განსხვავებული ერთეულია, რომელთაც აერთიანებთ ერთნაერი ბუნებრივი კლიმატი.
ხაბუმის ჯუმითში გავრცელებული გვარებია: ჯალაღონია, გულუა,არახამია, ქარჩავა…
მოიდანახე ძირითადში შენგელიათა სამკვიდრებელი ყოფილა. ისინიც უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში დასახლებან ხაბუმის მიმართულებით.
ხაბუმე ორი სოფლის ჯუმითის და მოიდანახეს ინტეგრაციის ნაყოფია. ეს იყო მათ შორის მოქცეული მიყრუებული ადგილი, რომლის განვითარება დადიანების ერთერთი განშტოების სამოსახლოს აქ ყოფნამ განაპირობა, ვისაც ემსახურეობდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ხაბუმეს თანამედროვე ტერიტორია მოიცავდა დადიანების მიწას- ე.წ “სამანჩოს”- ეს იყო ამ გვარის განშტოების სამკვიდრებელი და სამფლობელო.
ხაბუმის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია მითი თითქოს , ერთ ყმაწვილს მოწონებია ულამაზესი გოგონა სახელად “ხაბუ” და ხმამაღლა გამოუხატია ემოცია “ხაბუ მე” , რამაც აქ მაცხოვრებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სახელწოდებაშიც აისახა.
მეორე ვერსიით, აღნიშნავს ბნელ ადგილს. გადმოცემების შესაბამისად ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული და მოსახლეობას უწოდებია ხაბორუმე. ასევე არის ვერსია თითქოს ეს სახელი ეწოდა, ვინაიდან “ხაბოიანი” ანუ ქვიანი ადგილი ყოფილა.
საინტერესოა ერთი გადმოცემა, თითქოს ხაბუმე მცენარის სახელწოდებაა , რომელიც ამ ზონაში ყოფილა გავრცელებული.
დღეს ხაბუმის უბნებად გაყოფა ერთგვარ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. არსებობს პირველი და მეორე მოიდანახე, ჟუღუ,კალინინის ყოფ კოლმეურნეობის უბანი, ენწერი, ე.წ სტახანოვის უბანი, ცენტრი , ჯუმითი.
სოფელი საკმაოდ დიდია ,როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით, აგრეთვე მოსახლეობის ოდენობითაც.
[nggallery id=4]
You must log in to post a comment.