დიდხანს ვფიქრობდი ეს ვიდეო დამედო თუ არა ბლოგზე. მაგრამ აუცილებელია ვიხილოთ თუ რა შეუძლია ბრბოს გაბოროტებას,რომ იგივე გონებაშიც კი არავინ გაიელვოს.
2010 წელს პაკისტანის ერთერთ პროვინციაში საშინელი ტრაგედია მოხდა. ადამიანები,რომლებიც ქურდების დაჭერას ცდილობდნენ,თვითონ გახდნენ მკვლელები. 2 უდანაშაულო ძმა შემთხვევის წყალობით დამნაშავეებად მიიჩნიეს და უსასტიკესად გაუსწორდნენ, სანამ ვიდეოს ნახვაზე გადახვალთ,გთხოვთ გაითვალისწინოთ კადრები შემზარავია .ამიტომ სუსტი ნერვების ადამიანებმა თავი შეიკავეთ.
ამ ფაქტს ქვეყანაში სათანადო რეაქცია მოყვა. მთავრობამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში, დაღუპულების ოჯახში სამძიმარზე მივიდნენ,ხოლო მონაწილეები ხანგრძლივი დროით ციხეში გაამწესეს.პოლიციამ დაადგინა მოკლულების სრული უდანაშაულობა.
You must log in to post a comment.