მთავარი გვერდი საინტერესო facebook vs odnoklasniki

facebook vs odnoklasniki

ბლოგერი: Lasha_Mebonia

კომპანია ACT-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 25% სოციალური ქსელების მომხმარებელია. აქედან 66% უპირატესობას ondnoklassniki.ru-ს ანიჭებს, Facebook-ს 31%, დანარჩენი 4% კი ქართული სოციალური ქსელების მომხმარებელია.
http://7days.ge/index2.php?newsid=7763
არადა ალექს ქომის მონაცემებით, ფეისბუქი რეიტინგით პირველ ადგილზეა და ის გუგლსაც კი უსწრებს საერთო ჰოსტით ა.გ კი 7დღეში დადებული ციფრები სერიოზულ ეჭვს იწვევს.
კიდევ ერთი არგუმენტი,იხილეთ socialbakers.comზე არსებული სტატისტიკის სქრინშოტი:

ნნ
როგორც ვხედავთ, მარკის ქმნილებას საქართველოში მზარდი პოპულარობა აქვს და სკეპტიკოსების აზრი აშკარად გადაჭარბებულია. ამ საკითხის პოლიტიზირება კი სოციალური მედიის ქართული თავისებურებების უცოდინარობით შეიძლება ავხსნათ. მიზეზები გაცილებით სხვაა და არ უკავშირდება მითებს პრორუსული განწყობილებების შესახებ,რომელიც თითქოს იწვევს ადნოკლასნიკის დომინირებას ქართულ ბაზარზე.
PS მომხმარებელთა დიდი ნაწილი ორივე ქსელის მომხმარებელი შეიძლება იყოს.ასეთ დროს კი ტერმინი”უპირატესობა” ერთობ პირობითია.


ლაივინტერნეტ რუს გახსნილი სტატისტიკით დეკემბერში რუსულ სოციალურ ქსელს სტუმრობდა 569 000 მომხმარებელი და პლუს ერთი მე 😀

odnoklasnikს ყავს თავისი სერიოზული კონტიგენტი. ის გახლდათ სოციალური ქსელებიდან პირველი, ვინც ჩვენთან დამკვიდრდა, რაც უმნიშვნელო ფაქტორი სულაც არაა. ურთიერთობის მოსახერხებელმა ფორმამ, ახლობლების მოძიების სურვილმა იუზერთა მასობრივი რეგისტრაცია გამოიწვია. საიტი ახადარეგისტრებულებისათვის მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა და მე სულაც არ ვდარდობ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერჯერობით მას ანიჭებს უპირატესობას. ამის ძირითადი მიზეზი მოდემიანი ნეტია, რაც ჩამოტვირთვის, ვიდეო და აუდიო მონაცემების გაცნობის შესაძებლობას არ აძლევს ადამიანებს. ხდება ჯაჭვური რეაქცია-ფეისბუქთან ჭიდილში დამკვიდრებული მოთამაშის პოზიციები სუსტდება,მაგრამ არა მაშტაბურად.

74 კომენტარები
0

Related Posts