მთავარი გვერდი საინტერესო ახალი კომპიუტერი 25 დოლარად

ახალი კომპიუტერი 25 დოლარად

ბლოგერი: Lasha_Mebonia

საქველმოქმედო ფონდი  Raspberry Pi Foundation ახალი პერსონალური კომპიუტერის ბეტა-ტესტირებას იწყებს, რომლის ფასი 25 დოლარი იქნება.

ჩატარდება  აპარატის პროგრამული, მოწყობილობის და ელექტრონული გასინჯვა და მისი სერიული გამოშვება 2012 წლისათვის არის დაგეგმილი.

იარსებებს 2 მოდიფიკაცია.25 და 35 დოლარიან კომპიუტერებს შორის სხვაობა USB პორტების, ოპერატიული მეხსიერების სიმძლავრეში(128 ,256) იქნება.

ორივე მოდელს ექნება 700 მეგაჰერცის ტაქტური სიხშირე. გამოყენებული იქნება ლინუქსის ოპერაციული სისტემა , ბრაუზერი Iceweasel, საოფისე პაკეტი KOffice. კომპიუტერს გამოიყენებენ სკოლებში პროგრამირების სასწავლად. პროგრამირების ძირითადი ენა Python.

საქველმოქმედო ფონდი  Raspberry Pi Foundation შეიქმნა 2009წელს გეიმ-დიზაინერ დევიდ ბრებინის მიერ.

(ლენტა რუ)

1 კომენტარი:
0

Related Posts