ეს ქალი მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი ცივსისხლიანი მკვლელია, რომელმაც 4 ათეული ადამიანი საიქიოში გაისტუმრა. „შავი ქვრივის“ მსხვერპლნი გახდნენ მისი ქმრები, საყვარლები , საკუთარი შვილები და თან სოლიდური ფინანსური კაპიტალი დააგროვა მათი მსხვერპლადშეწირვით.
ნორვეგიელი ჯალათის ახალგაზრდობაზე სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ზოგი მის მანიაკალურ ხასიათს მშობლების საცირკო წარმოდგენებს უკავშირდებს, ნაწილი კი ახალგაზრდობის პერიოდის ტრავმას და მისი ცხოვრების არაერთი ეპიზოდი დღემდე ბურუსითაა მოცული.
პირველი ქმრის გამოყენებით საწყისი კაპიტალი იშოვა. მათთან ცხოვრების პერიოდში, გაურკვეველ ვითარებაში, მისი 2 შვილი დაიღუპა, ხოლო მათი სიკვდილით კი დაზღვევის ფირმისაგან გარკვეული თანხა მიიღო.
დაზღვევა მისი სისუსტე იყო, კარგად იცოდა სისტემის ხარვეზები . მათგან კომპენსაციის კიდევ ერთხელ მისაღებად საკუთარი მაღაზია გადაწვა და ამ აფიორით სოლიდური ფერმა იყიდა. მეუღლეც არ დაინდო- ოფიციალური ვერსიით ის გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა რეალურად მამაკაცი საკუთარ ფინანსებს შეეწირა.
მეორე ქმრის ბედიც ტრაგიკული აღმოჩნდა, ის საკუთარ სახლში თავგაჩეხილი იპოვეს, ქალბატონმა კი თავი მოისაწყლა,დანაშაულს უარყოფდა.მორწმუნე მეოჯახის ნიღაბს ეფარებოდა . ეჭვების გაქარწყლების შემდეგ კი მორიგი მსუყე ლუკმა მიითვისა.
ბელამ ახალ მეთოდს მიმართა . საგაზეთო განაცხადით საყვარლებს პოულობდა, ფერმაში ამუშავებს,ხოლო შემდეგ კი …..
მათი ჯიბის ფული ცხადია ვისაც დარჩებოდა….
მკვლელის „შეყვარებული“ ვინმე ლამფერი ქალის შავ საქმეებზე ეჭვობდა , გვამის დაჩეხვის ამაზრზენ სცენასაც შეესწრო. ჭორებიც ნელნელა გავრცელდა და მალე მისი ფერმა გადაიწვა. მიცვალებულებს შორის საკუთარ შვილებთან ერთად ვითომ ბელაც ამოიცნეს,მაგრამ კვლავ ტყუილი, დაპატიმრებული ლამფერი, ხოლო შავი ქვრივი კი თავისუფალია.
გავრცელებული ცნობით, მანიაკი თითქოს თავმოჭრილი იპოვეს, მაგრამ სრული იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა .
შავი ქვრივის ისტორია კი ამერიკული კრიმინალური ლეგენდების ნაწილია.
You must log in to post a comment.