პირველი ციფრული სატელიტური ტელევიზია საქართველოში ხელმისაწვდომი 2012 წლის იანვრიდან იქნება. ახალ პლატფორმას საქართველოს ტელესაკომუნკიაციო კომპანია მაგთიკომი მსოფლიოს წამყვან თანამგზავრულ მაუწყებლობის ოპერატორთან SES–თან თანამშრომლობით გაუშვებს.ამჟამად საქართველოში ციფრულ ტელევიზიით მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს. დღესდღეობით ქვეყანაში მხოლოდ ციფრული საკაბელო და IPTV-ტელევიზია ფუნქციონირებს. ციფრული ტელევიზია გადაცემის ერთ კონკრეტულ პლატფორმაზე არ არის დამოკიდებული. ციფრული სიგნალი მიწისზედა, სატელიტური, საკაბელო ან IPTV ფორმატით შეიძლება გადაიცეს. ციფრული სატელიტური ტელევიზიის შემთხვევაში კი სიგნალი თანამგზავრის მეშვეობით გადაიცემა. ციფრული სატელიტური ტელევიზია ქართველი ტელემოყვარულების ბევრ პრობლემას გადაჭრის. ამჟამად საქართველოს ზოგიერთ რეგიონის, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონიების მოსახლეობას სატალევიზიო სიგნალის მიღება უჭირს. მიწისზედა ციფრული ტელევიზიით მთელი ქვეყნის დაფარვა საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცესია. ციფრული თანამგზავრული ტელევიზია ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მაღალი ხარისხის სიგნალის მიღების საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად სერვისის ღირებულება სრულიად მისაღებია საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობისათვის. სწორედ ეს პლატფორმა, რომელიც ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეთავსებაა, ქართველ მაყურებლებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მაგთიკომისა და SES–ის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას იანვრიდან 90–მდე სატელევიოზიო არხის ყურების საშუალება ექნება. ტელევიზიის პლატფორმების მხრივ ციფრული ტელევიზია მთელი მსოფლიოს არჩევანია. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას აღებული აქვს ვალდებულება ციფრული მაუწყებლობა დაიწყოს. მაგალითად, საქართველო 2015 წლისთვის მთლიანად უნდა გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისა და ევროკავშრის გადაწყვეტილების თანახმად, დიგიტალიზაციის პროცესი მთელ ევროპაში 2015 წელს უნდა დასრულდეს. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე სრულად გადავიდა. ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და დანია ლიდერობენ იმ ქვეყნების სიაში, რომელებიც ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე მთლიანად გადავიდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგური ტელევიზია 2009 წელს გაითიშა. თუმცა დაბალი ძაბვის მქონე სატელევიზიო სადგურებს ახალ სისტემაზე გადასვლის საშუალება 2012 წლამდე კიდევ აქვთ. საქართველოში დიგიტალიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. პირველი ციფრული სტატელიტური ტელევიზიის დანერგვა კი ამ პროცესს დააჩქარებს. საქართველოს მოსახლეობა ამით მნიშვნელოვნად ისარგებლებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ტელევიზიის აქტიური მომხმარებელია. ციფრული სატელიტური ტელევიზიის გაშვების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ ტელეეკრანებზე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან არხს უყურონ. სატელიტს უამრავი რაოდენობის არხების გადაცემა შეუძლია. სატელევიზიო არხების დიდი რაოდენობა მაღალხარისხოვანი სატელევიზიო პროგრამების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს, შესაბამისად გაიზრდება კონკურენციაც, განსაკუთრებით ადგილობრივ მაუწყებლებს შორის, რაც მედიის მაღალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. მზარდი კონკურენცია არამარტო არხებს, არამედ გადაცემებსაც შეეხებათ. ბევრი მაღალი დონის გადაცემა გაჩნდება, რომელიც ეთერში სხვადასხვა არხებზე ერთდროულად გავა, შესაბამისად ტელემაყურებელს არჩევნის გაკეთება მოუწევს, თუმცა მრავალფეროვანი პროგრამებისა და დიდი სიჩქარის მქონე ციფრული სატელიტური ტელევიზიისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არხების დიდი არჩევანისა და ვრცელი დაფარვის ზონის გარდა, ციფრულ სატელიტურ ტელევიზიას სხვა უპირატესობებიც აქვს. მათ შირისაა გამოსახულებისა და ხმის მაღალი ხარისხი. სატელიტს გადაცემის ძალიან მაღალი სანდოობა ახასიათებს. წლის განმავლობაში სიგნალის მიღების შესაძლებლობა 99, 95 პროცენტზე მაღალია. ციფრული ტელევიზია მომხმარებელს ინტერაქტიულ სერვისს სთავაზობს. ეს სრულიად ახალი შეთავაზებაა, რომელიც შემდეგ პრინციპს ეფუძნება: მაყურებელს მრავაფეროვანი სერვისით სარგებლობა ციფრული დისტანციონის საშუალებით შეეძლება.სერვისი მაყურებლებს სხვადასხვა პროგრამის მართვის და მათ შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის ადვილად მიღების საშუალებას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ არხები თემატურად აირჩიონ, შეაჩერონ და უკან გადაახვიონ მიმდინარე ტელეპროგრამა და ა.შ პრაქტიკამ აჩვენა, რომ სატელიტური ციფრული ტელევიზია ხარვეზების გარეშე მუშაობს. სატელევიზიო სიგნალის გადაცემა თანამგზავრის ერთადერთი ფუნქცია არაა. სატელიტი რამდენიმე სახის არსებობს. თითოეულ მათგანს გამოყენების სხვადასხვა სფერო აქვს: კომუნიკაციების სატელიტი გამოიყენება ტელევიზიისთვის, რადიოსთვის, კაბელიანი და მობილური ტელეფონისთვის; ნავიგაციის სატელიტი GPS სისტემისთვის გამოიყენება; ამინდის სატელიტები – ამინდის პროგნოზირებისთვის.
მასალა კოპირებულია გაზეთ”რეზონანსის”საიტიდან
You must log in to post a comment.