მთავარი გვერდი საინტერესო მადაგასკარი

მადაგასკარი

ბლოგერი: OLD ALO

კუნძული მადაგასკარი ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარობს. სხვა პატარა კუნძულებთან ერთად აქ განლაგებულია იმავე სახელწოდების სახელმწიფო ,რომლის ტერიტორია-587 000 კვ.კილომეტრს, მოსახლეობა კი 20.7მილიონი ადამიანს შეადგენს.

ქვეყნის დედაქალაქია ანტანანირივუ.


მადაგასკარის ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს მალაგასურ ენაზე. არის ათეულობით ტომი,რომელთა დიდი ნაწილი ანთროპოლოგიურ და ენობრივ სიახლოვეს ამჟღავნებს ინდონეზიურ მოსახლეობასთან. ერთგვარი აზიაა აფრიკაში, სასტიკად მოუვლელი და ყველასგან მიტოვებული ჭუჭყიანი მდინარეებითა და ღარიბი მოსახლეობით.
ევროპელების პირველი ვიზიტი ვასკო დე გამას უკავშირდება.შემდეგში ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე მუდმივად ყურადღების ეპიცენტრში იყო. დიდი ხნის განმავლობაში გრანგების კონტროლის ქვეშ იყვნენ,რომელტა წასვლის შემდეგ აქაურობა თითქოს ღმერთმა მიატოვა. უკიდურესი ეკონომიკური კრიზისმა მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
პრეზიდენტად ბოლო პუტჩის ორგანიზატორი ,ყოფილი დიჯეი 37 წლის ანდრე რაჯეოლინი ითვლება,რომლის უფლებამოსილებას არ ცნობს აფრიკის კავშირი და სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე გაურკვეულობაა. სამოქალაქო ომებს პერიოდულად ასეულობით ადამიანი ეწირება .
რელიგია ძირითადში წარმართული აქვთ.დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მკვდრების კულტს. თვლიან, თუ ადამიანს არ ყავს შთამომავალი ,ის უბედურია , განწირულია ეულობისათვის იქითა სამყაროში. კათოლიკურ კონფესიას მიეკუთვნება მოსახლეობის 40პროცენტი ,თუმცა ქრისტიანობამ აქ ინტეგრირებულია წინაპრების კულტთან. მხოლოდ პროტესტანტები ემიჯნებიან წარმართებს.მათი რაოდენობა შედარებით მცირეა,ისე როგორც სხვა რელიგიის მიმდევრები.
ბუნება საინტერესოა. ფლორა და ფაუნა თავისებურებები ახასიათებს. ტურისტებისათვის ადგილი მიმზიდველია,მაგრამ არა უხიფათო.
გთავაზობთ 2 გალერეას .პირველი აჩვენებს ბუნებას ,ხოლო მეორე მოგზაურების გადაღებული ფოტოებია,რომელიც კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დაგაყენებთ.

[nggallery id=25]

[nggallery id=26]

401 კომენტარები
0

Related Posts