ქართველები მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაცხოვრებელთა მსგავსად დავირუსდნენ სოციალური მედიის სინდრომით. იშვიათია მომხმარებელი, ვინც პასიურად მაინც არ სარგებლობს ქსელებით. ამიტომ გადავწყვიტე ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განმეხილა.პრევენცია! ეს არაა ექსპერტის ჩანაწერი ,არამედ ერთი მომხმარებლის პირადი აზრია, რომელიც ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას არ აცხადებს.
საუბრის დაწყება ფეისბუქით მოგვიწევს . საქართველოს სტატისტიკა ნამდვილად შთამებჭდავია-725 160 მომხმარებელი ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის კომუნიკაციის ძირითად საშუალებად ეს ქსელი იქცა. მატებაც დინამიურია და როგორც ჩანს , ფეისბუქი დარჩება № 1 ამ ტიპის საიტად საქართველოს ბაზარზე.
ფეისბუქი საშუალებას იძლევა მრავალმხრივად იქნეს გამოყენებული.ზოგისთვის ეს ურთიერთობის საშუალებაა, ნაწილი ახალ ნაცნობებსაც აქ პოულობს,ფერმას ან ციხეს აშენებს. ფეისბუქი საქართველოშიც სასურველი სარეკლამო გზაა , ხანდახან თუნდაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.
ფეისბუქის საშუალებით ადგილობრივი ბრენდებმა აშკარად გადაამლაშეს. მრჩევლების სულელური კონსულტაციებით მიდის გვერდის “დამლაქებლებზე” ნამდვილი ნადირობა, ათასგვარი კონკურსების გამართვა, ხოლო რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება ყოველდღიური სიახლეები, ნოვაციების პიარი. რაში გჭირდებათ ღილაკზე უაზროდ ხელისდამჭერები, როცა თქვენი პეიჯები არ იძლევა საშუალებას უკეთესად გავიგოთ თქვენი პროდუქტების შესახებ?
კონკურსები სპამის წყაროდაა ქცეული. ზარალდება რიგითი მომხმარებელი,რომელიც პროფესიონალ ლაიქომანების მეშვეობით ყოველდღე სულელურ შეტყობინენებებს იღებს . ბიძია ბიზნესმენებო, იქნებ მეტად გეფიქრათ შეჯიბრებების პირობები შეცვალოთ და გაითვალისწინოთ ის დისკომფორტი, რასაც იუზერებს თქვენი დილეტანტიზმი და მონაწილეების სიხარბე იწვევს? “ლაიქი” სოციალურ ქსელებში ისევე ვერ იქნება გამარჯვების ბარომეტრი, როგორც ესემესი ტელევიზიაში.ამ უკანასკნელს ფონანსური მოგება მაინც აქვს. თქვენთვის რა ხეირი აქვს სპამერების მსხვერპლებს,რომელთაც სულ არ აინტერესებთ თქვენი კანტორა?!
ფეისბუქი ცნობად სახეებთან კომუნიკაციის საშუალებაცაა. პრეზიდენტი,პარლამენტის სპიკერი, მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები , ოპოზიციონერები აქტიურად იყენებენ გვერდებს საკუთარი პოზიციის გასაცნობად. საქართველოში ეს ტრადიცია ძალიან მალე დამკვიდრდა. მეორე ადგილზე რუსული ადნოები შეიძლება მივიჩნიოთ.
იანვრისათვის საქართველომ ოდნოკლასნიკის მომხმარებლებს შორის მეექვსედან მერვე ადგილზე გადაინაცვლა . და დღეისათვის მათ 554 880 მომხარებელი ყავთ.სერიოზული ციფრია,თუმცა კლებადობის მცირე კოეფიციენტი მაინც არსებობს და პლუს გასათვალისწინებელია ,რომ ძირითადში მას იყენენებენ, როგორც რეგიონების მაცხოვრებლები ,სადაც ნეტით სარგებლობა კვლავ მოდემიანი ინტერნეტით ხდება, აგრეთვე ეროვნული უმცირესობებიც.
ყვითელში გამოწყობილი ტიპი კი ადნოების ახალი ფეისი ილია შიროკოვია. მან სერიოზული რეფორმები დაიწყო,რის შემდეგაც საიტის ქმედების ხარისხი გაზარდა. ვიდეოჩატი პირველად აქ დამკვიდრდა,თუმცა აქაური თამაშების დიდი ნაწილი ფეისბუქის აჩრდილი თუა და სიმპათიას არ იმსახურებს, ისე როგორც მთლიანობაში ადნოები უფრო მოუხერხებელი საიტია, ვიდრე ფეისბუქი. მის ძირითად პლუსად მიმაჩნია რეგისტრაციის,ავტორიზაციის, მეგობრების პოვნის მარტივი მექანიზმი , რომელიც არაა ორიგინალური . მისი საფუძვლები ჯერ კიდევ ქლასმეით ქომის პერიოდში შეიძლება ვეძიოთ.
ადნოებში მომხარებელთა ძირითადი ინტერესი ძალიან ტრივიალურია: კომუნიკაცია, თამაში .საზოგადოებრივი ჯგუფები ფეისბუქის აქ დამკვიდრებისთანავე დამუხრუჭდა . ისე კი მახსოვს აგვისტოს ომის დროს საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა.გუგლი საქართველოშიც გუგლია. არ დავიწყებ ამ გენიალური საიტის ყველა ღირსების ჩამოწერას,მაგრამ მისი “პლუსი” ნელნელა მკვიდრედება ქვეყანაში.
თავიდანვე ჩემთვის ცხადი იყო,რომ ფეისბუქის ველზე საქართველოში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ წრეები და ა.შ ნოვაციები მაინც შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში .
მთლიანობაში გუგლi ესაა ერთი მსხვილი პორტალი. გუგლ სასაუბრო, საძიებო საიტი, გუგლ მეპი და ა.შ ებმება პლუსს ,რაც მას საკმაოდ ძალას აძლევს,მაგრამ არ და ვერ ვვარაუდობ რომ ფეისბუქიდან მომხმარებლები იქით მასიურად გადავლენ. დარჩება როგორც არის-ორივე ქსელის პარალელური გამოყენება + უმრავლესობა მაინც ფეისბუქში გაატარებს დროს, საგრძნობი უმცირესობა პლუს მიანიჭებს უპირატესობას.
http://www.findpeopleonplus.com/Country-Georgia/
ამ ბაზაში სულ 2 800 დე მომხმარებელია.მონაცემები სრულყოფილი არაა,თუმცა გუგლის, გუგლ თოლქის გარეშე + მკვეთრად ჩამოუვარდება ყველა სხვა კონკურენტს.
vkontakte.ru
ეს კონტაქტის მომხმარებელთა სტატისტიკაა.
საქართველოში ვკონტაქტეს ყავს 206 423 მომხმარებელი. მისი მნიშვნელობა ისეთი დიდი არაა ,როგორც რუსეთში ან დსთში,მაგრამ პოსტსაბჭოური გავლენა მაინც აისახება ციფრებზე.
ვკონტაქტე ნაწილობრივ ფეისბუქის კლონია. მისი დიდი პლუსია კონტენტის გაზიარების ეფექტური მექანიზმი. დუროვმა რუსეთში მიმდინარე პროცესების დროსაც აქტიურად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მართალია ის გაემიჯნა აქციის მონაწილეებს,მაგრამ დემონსტრაციულად თავის ბლოგზე დადო უშიშროების მოთხოვნა ოპოზიციური ჯგუფების დახურვის შესახებ.
გაგიკვირდათ ეს ლოგო?
სულ ტყუილად. კვლავ სნობური დამოკიდებულება ფორუმების და ქართული ბრენდების მიმართ. საიტს დღეში 30 000 მომხარებელი სტუმრობს.
თემურ ხაინდრავა (tim) არ გამოირჩევა სიახლეების დანერგვით.ადგილობრივ ბაზარზე მან პირველმა შემოაბიჯა და დღემდე შეინარჩუნა ეს ბრენდი საკუთარ მფლობელობაში.
ფორუმ ჯი არაა უბრალოდ ფორუმი.ესაა მსხვილი ინსტრუმენტი ურთიერთობისა და დავისათვის. სიცოცხლე იგრძნობა სხვადასხვა თემატურ განყოფილებაში ანუ გახლავთ მრავალმხრივი ქსელი ,სადაც სხვადასხვა ინტერესების ადამიანები თავს ირთობენ, ზოგჯერ სამსახურსაც პოულობენ ან საქმიან შემოთავაზეზბებს ელიან.
მისი პრიმიტიული სტრუქტურა მისაღები აღმოჩნდა ათეულობით ათასი მოხმარებლისათვის და ცნობები ფორუმ ჯის როლის შესუსტების შესახებ ერთობ გადაჭარბებულად მეჩვენება . საიტზე არ ეცემა უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა, საკმაოდ კარგადაა მოცემული საძიებო სერვისებში და ტიმის ბინა საქართველოში კიდევ წლები იქნება პოპულარული.
2011ში საქართველოში მოიმატა მომხმარებელთა რაოდენობამ და უამრავი პოზიტიური მახასიათებლის გამო ადვილად პროგნოზირებადია ამ სერვისის როლის ზრდა 2012შიც,თუმცა ჯერჯერობით ქართველთა აქტიურობა მკვეთრად ჩამოუვარდება იგივე რუსეთს ,სადაც პრეზიდენტიც კი აქტიურად სარგებლობს სერვისით.
to be continued 😉
You must log in to post a comment.