“სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე” ნეტარი ავგუსტინე
“ადამიანი უნდა ფასდებოდეს “საქმითა და აღსრულებითა“. “საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი“” სულხან საბა
“უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ ” ვოლტერი
“საქმე ის კი არა, რომ სწრაფად გავიქცეთ, არამედ ის, რომ გავიქცეთ დროულად ” ფრანსუა რაბელე
“ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება ” მარკესი
” იყო დიდი, ნიშნავს, მისცე მიმართულება” შტეფან ცვაიგი
” სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე” ჯემალ ქარჩხაძე
“როდესაც ერთობ სახელდახელოდ გინდა საათის რომელიმე გორგოლაჭი შეაკეთო, როგორც წესი, მთელ მექანიზმს მოშლი ხოლმე კაცი “შტეფან ცვაიგი
“ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიებითა და ვალებით ” რემარკი
“ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა – საშიში ” რიუნოსკე აკუტაგავა
” ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია” კონსტანტინე გამსახურდია
“არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას” კონსტანტინე გამსახურდია
“ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს” კონსტანტინე გამსახურდია
“მეცნიერება მშვენიერი გზაა იმისკენ, რომ ადამიანის სული გმირული გახდეს ” ჯორდანო ბრუნო
“სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა… სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით ” გურამ დოჩანაშვილი
” გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ” ოტია იოსელიანი
“ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა ” არისტოტელე
“თუკი მარტოობისას მარტოსული ხართ, ესე იგი სულელურ საზოგადოებაში იმყოფებით ” ჟან-პოლ სარტრი
” შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო” ნეტარი ავგუსტინე
” ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია” ოტია იოსელიანი
“ჯენტლმენია ადამიანი, რომელთან საუბრისასაც თავს ჯენლტმენად იგრძნობთ ” ბერტრან რასელი
“სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს ” გოდერძი ჩოხელი
“ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს ადგილი, მხოლოდ ადამიანის ადგილი არ არის არსად ” რემარკი
“ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში” არისტოტელე
“დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია” ნაპოლეონი
“სიტყვა “შეუძლებელს” მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით” ნაპოლეონი
“დედამიწაზე მრავლადაა ხალხი, რომელიც იმდენად მშიერია, რომ ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეიძლება ღმერთი მოევლინოს, პურია” მაჰათმა განდი
“ქვეყნის სამმართავად აუცილებელია, ცოტა ისაუბრო და მეტი მოისმინო” კარდინალი რიშელიე
You must log in to post a comment.