მთავარი გვერდი საინტერესოart დღიურილიტერატურა ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები

ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები

ბლოგერი: Mateo

არაბული ანდაზები

  • ის შეიცნობს ღმერთს ყველაზე უკეთ, ვინც ღვითისგან მხოლოდ ბოძებულს დასჯერდება
  • ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს
  • რაც უფრო მოგემატება ჭკუა, მით ნაკლებს ილაპარაკებ
  • როცა კამათი უაზროა, საუკეთესო რიტორიკა დუმილია
  • ცეცხლი საკუთარ თავს ამოწვავს, თუკი ვერაფერს იპოვის დასაწვავად
  • ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება
  • ყველა ჩვენგანი თანასწორი, ისივე, როგორც სავარცხლის კბილები

 

ჩინური ანდაზები

  • ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს
  • ის, ვინც კითხვას სვამს, 5 წუთითაა ბრიყვი, ხოლო ის, ვინც არასდროს სვამს კითხვებს, სამუდამოდ ისეთივე ბრიყვად დარჩება
  • ნურაფერს ნუ შეიყვარებთ, და როცა დაკარგავთ რამეს, გულიც აღარ დაგწყდებათ
  • ეშმაკსაც კი ატრიალებინებ წისქვილის ქვას, თუკი ფული გაქვს

 

ბერძნული ანდაზები

  • აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს
  • ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს
  • ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა
  • გაბრაზებული ქალი იგივეა, რაც გაბრაზებული ზღვა
  • ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს
  • ვინც ერთხელ მაინც დამწვარა ცხელი რძით, მაწონსაც კი სულს უბერავს ხოლმე
  • მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს
  • ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია

 

ინგლისური ანდაზები

  • ბანკირი, ეს ის ადამიანია, ვინც გათხოვებს ქოლგას მაშინ, როცა მზე ანათებს და უკან გამოგართმევს, როგორც კი წვიმა დაიწყება
  • ჯაჭვი არასდროსაა თავის ყველაზე უფრო სუსტ რგოლზე ძლიერი
  • მამალი მაგარია თავის საქათმეში
  • ყველა კატას უყვარს თევზი, მაგრამ ვერცერთი ვერ იტანს თათების დასველებას
  • საქმეები უფრო ხმამაღლა მეტყველებენ, ვიდრე სიტყვები

 

გერმანული ანდაზები

  • სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა
  • ვისაც ბევრი ფული აქვს, მეგობარიც ბევრი ჰყავს
  • ქალს თუ სძულხარ, ესე იგი მას უყვარდი, უყვარხარ ან შეგიყვარებს
  • ყველას რომ ენდო, სიბრიყვეა, არავის ენდო – მტარვალობა
  • ქალი იცინის, როცა ეცინება და ტირის, როცა სურს

 

იაპონური ანდაზები

  • კარგი ქმარი ყოველთვის ჯანმრთელია და არასდროს არის სახლში
  • ღორი განიერია წინიდან, მაგრამ ვიწროა ზურგიდან
1, 272 კომენტარები
0

Related Posts