1985წლის 12 მაისს ფინელმა სამთო ინჟინერმა ფრედერიკ იდესტმა მდინერე ნოკიას მახლობლად დააარსა ხის გადამამუშავებელი საწარმო, რითაც საფუძველი ჩაეყარა ნოკია კორპორეიშენს.
ამ პერიოდს დაემთხვა ინდუსტრიული რევოლუცია და ქაღალსა და მუყაოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რის შედეგადაც საწარმო ქაღალდის დიდ კომბინატად გადაკეთდა. კომბინატში მომუშავეთ რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა და მალე კომბინატის მახლობლად სეხნია ქალაქიც გაშენდა.მალე საწარმო ქვეყნის მასშტაბებს გასცდა და საქონლის ექსპორტირება დაიწყო რუსეთში, ჩინეთში და ინგლისში.
1839 წელს ჩარლზ გუდერმა შექმნა წყალგამძლე რეზინი. ამ პროდუქტისაგან შექმნილი ნივთები მალე გახდნენ პოპულარული სხვადასხვა სფეროში. რეზინის ნაწარმი ფინეთში პირველად მე19ე საუკუნის მიწურულს გამოჩნდა და მალე მოიპოვა პოპულარობა.ფინეთში რეზინის პროდუქციის მთავარი მწარმოებელი იყო Finish Rubber Works (FRW) . მალე კომპანიის ხელმძღვანელობამ საწარმოს ჰელსინკიდან გადატანა მოისურვა, ყრადღება ნოკიას ნაპირებზე შეჩერდა.
ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით რომ მდინარესთან სიახლოვე, ელექტროენერგიის იაფად მიღების საშუალებას იძლეოდა.
1912 წელს ჰელსინკში გაიხსნა ფირმა Finish Cable Works, რომელიც ელექტრო კაბელებს ამზადებდა. ელექტრო ენერგიაზე და სატელეგრაფო მომსახურებაზე მოტხოვნის გაზრდამ საწარმო მალე უზარმაზარ კომპანიად აქცია. 1920 წელს სამი ფირმა NOkia Corporation, Finish Rubber Works და Finish Cable Works-ი ერთიანი ჯგუფის სახელწოდებით Nokia Group გაერთიანდნენ.სამოციან წლებში სამი საწარმოს გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. Ny Nokia Ab წარმოადგენდა საწარმოო კონგლომერატს რომელიცოთხი ახალი მიმართულებიტ მუშაობდა: სატყეო, რეზინის, სადენებისა და ელექტრონული ტექნიკის.
ამავე წლებში პრეზიდენტმავესტერლუნდმა ტექნიკური ინოვაციების განყოფილება შექმნა.განყოფილების ხელმძღვანელ კურტ ვიკსტერს კარგად ესმოდა ელექტრონული კავშირის პერსპექტივები.1962 წელს შეიქმნა პირველი რადიოტელეფონი, 1965 წელს– მონაცემთა გადამტანი მოდემი იმ დროს სადგურების უმრავლესობას ელექტრომექანიკური კომუტატორული მოწყობილობა ჰქონდა და არავის მოსვლია აზრად, ეს მოწყობილობა ციფრულ სისტემაზე გადაეყვანა. ნიკიამ ციფრული კომუტატორის შემუშავება დაიწყო და 1969 წელს პირველმა გამოუშვა ხელსაწყო რომელიც
სატელეგრაფო და სატელეფონო საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის სტანდარტებს პასუხობდა.
მალე ფინეთის კანონმდებლობით ნებადართული გახდა ავტომობილებში მობილური ტელეფონების დაყენება და საერტო ქსელში ჩართვა.1981 წელს შეიქმნა მობილური ქსელი რომელიც შვედეთსა და ფინეთს ფარავდა. მალე ამ ქსელს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.სისტემა თვიდან ბოლომდე ნოკიას ტექნოლოგიებს ეფუძნებოდა
1987 წელს მობილური ტელეფონები საკმაოდ დიდი და მძიმე იყო, ნოკიამ კი ერთერთი ყველაზე მსუბუქი აპარატი გამოუშვა. პირველი ხელის GSM ტელეფონი nokia 1011 იყო რომელიც 1992 წელს გამოუშვეს.1998 წელს კი კომპანია მობილური ტელეფონების წარმოების ლიდერი გახდა.
You must log in to post a comment.