არ იფიქროთ, 103 წლის გლედის გაფი ინგლისის მთიან რეგიონში ცხოვრობდა და მის ”დასაპყრობად გალაშქრებას” იქაური მამაკაცები, უბრალოდ, იზარებდნენ. პირიქით, ეს ბრიტანელი ქალი ძალიან აქტიურად ცხოვრობდა, მაგრამ სექსის ინტერესი თურმე, არასოდეს გასჩენია.
აკი თავიდანვე ამბობს, რომ არასოდეს ხიბლავდა ინტიმური ურთიერთობები, ასევე, არასოდეს მოუწევია, არ გაუსინჯავს ნარკოტიკები და ერთხელაც არ დაუგემოვნებია ალკოჰოლური სასმელი.
– არასოდეს გავთხოვილვარ და არც ბოიფრენდი მყოლია ოდესმე. უბრალოდ, მამაკაცები არასოდეს მაინტერესებდა, -ამბობს გლედის გაფი.
მთელი თავისი ცხოვრება ის დასთან ერთად მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, რომელიც 1996 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და ისიც ხელუხლებელი ქალწული ყოფილა.
– ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი ინტერესდებოდა ჩვენით, მაგრამ გვერჩივნა, ერთმანეთთან ურთიერთობით დავმტკბარიყავით, – ასე იხსენებს წარსულს მსოფლიოს უხუცესი ქალწული.
გლედის გაფის მტკიცებით, სწორედ მისი თავშეკავებულობის გამოა, რომ ასეთ სოლიდურ ასაკს მიაღწია.
ჰოდა, ჩვენც დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ უბიწო გლედისს….
You must log in to post a comment.