მთავარი გვერდი საინტერესო წყვილმა მეორედ იქორწინა მას შემდეგ რაც ქმარმა სქესი შეიცვალა

წყვილმა მეორედ იქორწინა მას შემდეგ რაც ქმარმა სქესი შეიცვალა

ბლოგერი: Mateo

ბარი და ანა უატსონებმა პირველად 2002 წელს იქორწინეს როგორც კაცმა და ქალმა. ხოლო ცხრა წლის შემდეგ კვლავ იქორწინეს, ოღონდ იმ სხვაობით რომ ანამ იქორწინა ქალზე სახელად ჯეინი, რომელიც მისი სქესშეცვლილი მეუღლე ბარი უატსონი გახლდათ.
სქესის შეცვლა


როგორც ანა იხსენებს ის ძალიან გააკვირვა ქმრის სურვილმა შეეცვალა სქესი. თავდაპირველად მან იფიქრა რომ მეუღლეს სხვა ქალი ჰყავდა და სქესის შეცვლა დაშორების მიზეზად მოიგონა. მისმა სურვილა მეუღლე გააცოფა თუმცა ყველაფრის მიუხედავად ისინი ბედნიერად ცხოვრობენ.
ბარი, ახლა უკვე ჯეინი, იხსენებს რომ ის ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა ბიჭებისაგან. ბავშვობაში ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაშს ერჩივნა გოგონებთან ერთად სახლობანა ეთამაშა. ბავშვობაში იგი ხშირად იცმევდა დედამისის ტანსაცმელს როდესაც მარტი იყო სახლში. ხოლო როდესაც წამოიზარდა ჩუმად ყიდულობდა ქალის ტანისამოსს და სახლში მალავდა.
ბარი პირველად 1995 წელს იყო პაემანზე ქალთან. შემდეგ ანას შეხვდა და  მალე დაქორწინდნენ კიდეც. თუმცა არაფერი შეცვლილა, როცა ბარი მარტო რჩებოდა სახლში მეუღლის ტანისამოსით იმოსებოდა. მალე ანამ ყველაფერი გაიგო და ამან საშინლად გააბრაზა. თუმცა როდესაც ბარიმ ოპერაცია გაიკეთა და უკვე ქალად მოევლინა მეუღლეს ანას არანაირი სიბრაზე არ ეტყობოდა, ისინი მაშინვე წავიდნენ მაღაზიებში და ტანსაცმელები იყიდეს. ახლახანს კი თავიდან იქორწინეს.
“ეს ადამიანი ძალიან მიყვარს,არ აქვს მნიშვნელობა ბარი იქნება თუ ჯეინი, თუმცზ ზოგჯერ მაბრაზებს როდესაც ჩემს ტანსაცმელს უკითხავად იღებს” აცხადებს ანა უატსონი.

111 კომენტარები
0

Related Posts