მთავარი გვერდი საინტერესოart დღიური სვაროვსკის ბროლის მუზეუმი

სვაროვსკის ბროლის მუზეუმი

ბლოგერი: Lasha_Mebonia

 

სვაროვსკის ბროლის მუზეუმი ავსტრიაში ტურისტების ერთერთი საყვარელი ადგილია.
ორიგინალური სტილი თავიდანვე იპყრობს დამთვალიერებელთა ინტერესს. მუზეუმი განლაგებულია ქ.ინსბრუკის ახლოს და დაკავშირებულია ჩეხური წარმოშობის ემიგრანტის დანიელ სვაროვსკის სახელთან.

დანიელ სვაროვსკი 1862 წლის 24 ოქტომბერს პატარა სოფელ გეორგენტალში დაიბადა. ეს მხარე მდიდარი იყო ამ საქმეში გაწაფული ოსტატებით და ამჯობინა ტიროლთან ახლოს,სოფელ ვატენსში განევითარებინა საკუთარი ბიზნესი.
მის წარმატების საფუძველი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო, რომელმაც დიდი ფული მოუტანა გამოგონებელს. დანიელმა 96 წელი იცხოვრა, ხოლო დღეს მისი მეკვიდრეები აგრძელებენ დაწყებულ საქმეს.სხვათაშორის საქართველოშიც ყავთ კლიენტები და მაღაზია. ესაა მსოფლიო დონის ბრენდი ,რომელმაც ძვირადღირებული პროდუქცია ბიჟუტერიით ჩაანაცვლა და შესაბამისად კონკურენტები დაჯაბნა იაფი მასალის სათანადო გამოყენებით.

მუზეუმის ინიციატორი მხატვარი ანდრე ჰელერი გახდა. მისი გახსნა დაუკავშირდა კომპანიის შექმნის საუკუნოვან იუბილეს. როგორი იდუმალებითაც გამოირჩეოდა ბიზნესმენი,არანაკლებ მისტიური სახე აქვს მუზეუმს.
სურათში შეამჩნევდა გიგანტურ ქანდაკებას , შადრევანს და აუზს. ეს მუზეუმის შემოსასვლელია. თავიდანვე დამთვალიერებელი სასწაულების ქვეყანაში გრძნობს თავს,ხოლო ოთახები ერთიმეორესგან გამორჩეულია და მიწისქვეშაა განლაგებული.  ისინი  თემატური ნიშნით იყოფა.


მუზეუმში მდებარეობს,როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბროლის კრისტალი (40სმ დიამეტრის,3000 კარატი) ,აგრეთვე ყველაზე მინიატურული ექსპონატი (0.8 მ.მ)


ექსპონატების კედელი 40მეტრის სიგრძეზეა გაშლილი ,  სიმაღლე შეადგენს 11მს. წონა 11 ტონაა.


მუზეუმს ყოველწლიურად 600000 ადამიანი სტუმრობს . რამდენიმე ექსპონატი:


ავტორების თქმით“ესაა რეალური ადგილი,სადაც თავს ზღაპარში იგრძნობთ და თქვენ სიზმრებს ცხადში ხედავთ. ზღაპრის ბოლოს კი რეალური ბიზნესია , მსოფლიოში უდიდესი მაღაზია კილომეტრიანი სიგრძით,სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი.

ინფორმაცია მომზადებულია ავსტრიული და რუსული საიტების მიხედვით.
ვიდეო:


339 კომენტარები
0

Related Posts