მთავარი გვერდი საინტერესო სიკვდილით დასჯის მეთოდები (ნაწილი 1)

სიკვდილით დასჯის მეთოდები (ნაწილი 1)

ბლოგერი: Mateo

ბორბალზე გაკვრა
როდესაც გაჩნდა მართლმსაჯულება, შეიქმნა სასჯელის სხვადასხვა ფორმები მათ შორის სიკვდილით დასჯა. სიკვდილით დასჯას დიდი ისტორია აქვს,სჯიდნენ განსხვავებული სისასტიკით, განსხვავებული მეთოდებით, გთავაზობთ სიკვდილით დასჯის რამოდენიმე მეთოდს რომელსაც მიმართავდნენ წარსულში.

1. სკაფიზმი

გავრცელებული იყო ძველ სპარსეთში, დასასჯელ ადამიანს გააშიშვლებდნენ და სვავდნენ გამოთლილ ხის მერქანში ისე რომ მხოლოდ ხელები, ფეხები და თავი ჰქონოდა გარეთ. შემდეგ ეს ხის ნაკეთობა მიჰქონდათ ჭაობში ხოლო დასასჯელს ასმევდნენ რძისა და თაფლის ნაზავს რათა განვითარებოდა დიარეა. მალე მწერები და ჭიები იწყებდნენ ადამიანის ჭამას, მის სხეულში კვერცხების დადებას. ეს ტანჯვა დაახლოებით 2 კვირას გრძელდებოდა და სიკვდილის მიზეზი გაუწყლიანება,შიმშილი და შოკი იყო
skafizmi

2. გილიოტინა

მოწყობილობა გამოიგონეს მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში და იყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში. მე18 საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის ჯოზეფ გილიოტინის წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. გილიოტინას ყველაზე ხშირად ხმარობდნენ  საფრანგეთის რევოლუციის დროს ეგრეთწოდებული რევოლუციის მტრების დასასჯელად ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით.ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს.
გილიოტინა

3 რესპუბლიკური ქორწილი

მეთოდის გამოიგონეს საფრანგეთში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს. გაშიშვლებულ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთზე მჭიდროდ მიაბამდნენ და წყალში ყრიდნენ, ვერცერთი ვერ ინძრეოდა და იხრჩობოდნენ.
რესპუბლიკური ქორწილი

4.ცემენტის ფეხსაცმელები

წინას მსგავსი სიკვდილით დასჯა რომელსაც იყენებდა ამერიკული მაფიად ოღონდ იმ განსხვავებით რომ დასასჯელს ფეხზე ბეტონის მძიმე ბლოკებს აბამდნენ.
ბეტონის ფეხსაცმელები

5. სპილოს ტორი

გამოიყენებოდა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ადამიანს კლავდნენ სპეციალურად გაწვრთნილი სპილოს ტორის დაწოლით. ეს სასჯელი ძირითადად გამოიყენებოდა იმპერატორის მოწინააღმდეგეთა და მოღალატეთა დასასჯელად რადგან მასში იგულისხმევა რომ იმპერატორი ბუნებასაც განაგებს.
სპილოს ტორი

6.ბესტიარიუმი

ასე სჯიდნენ რომში პოლიიკურ დამნაშავეებს, იარაღის გარეშე გარეულ მხეცებთან საბრძოლველად უშვებდნენ არენაზე სადაც გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო.
ბესტიარიუმი

7.გახერხვა

მეთოდს იყენებდნენ აზიისა და ევროპის ზოგიერთ რეგიონში. დამნაშავეს აშიშვკებდნენ და კიდებდნენ თავდაღმა, შემდეგ კი იწყებდნენ საზარდულიდან მის გახერხვას. რადგან ადამიანი თავდაღმა იყო დაკიდებული ტვინს საკმარისი სისხლი მიეწოდებოდა და გონს ბოლო მომენტამდე არ კარგავდა.
გახერხვა
8.ცოცხლად გატყავება

ცოცხალ ადამიანს ნელ–ნელა აცლიდნენ ტყავს. დასჯის ეს ფორმა ძირითადად გამოიყენებოდა მოსახლეობის დასაშინებლად. დამნაშავის ტყავი ხალხმრავალ ადგილებში გამოიფინეოდა ხოლმე. სპარსელებმა ცოცხლად გაატყავეს რომის იმპერატორი ვალერიანე.
gatyaveba

9.სისხლიანი არწივი

გავრცელებული იყო სკანდინავიის ქვეყნებში. დამნაშვის ნენებს გადჭრიდნენ ხერხემალთან და გადმოაბრუნებდნენ ისე რომ დამგვანებოდა ფრთებს. შემდეგ ჭრილობაში აყრიდნენ მარილს და ჭრილობიდან იღებდნენ დამნაშავის ფილტვებს
სისხლიანი არწივი

10.ბორბალზე გაკვრა

რომელიც ასევე ცნობილია ეკატერინეს ბორბლის სახელით შუა საუკუნებში გავრცელებული ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი მეთოდი იყო. ამ მეთოდას იყენებდნენ ძველ საბერძნეთში, შემდეგ საფრანგეთში, რუსეთში,გერმანიაში და შვედეთში. მსხვერპლს აკრავდნენ უზარმაზარ ხის ბორბალზე შემდეგ კი ჯალათი სცემდა უროთი არ რკინის ჯოხით და ძვლებს უმტვრევდა.
ბორბალზე გაკვრა

11.ბოძზე დაწვა

ამ მეთოდიტ ხშირად სჯიდნენ პოლიტიკურ დამნაშავეებს ან ჯადოქრობაში ბრალდებულებს. მსხვერპლი მანამდე იღუპებოდა ვიდრე ბოლომდე დაიწვებოდა მას კვამლი ახრჩობდა. ამ მეთოდით დასაჯეს ჯორდანო ბრუნო და ჟანა დარკი.
დაწვა
12. ბამბუკი

ნელი მტანჯველი სიკვდილი ელოდათ იმათ ვისაც ბამბუკით დასჯიდნენ. დამნაშავეს სვამდნენ ბამბუკის ნერგზე, ბამბუკი დღეღამეში ერთ ფუტამდე იზრდება სიმაღლეში ფს ნელნელა აღწევს დამნაშავის სხულში რაც რამოდენიმე დღეში მტანჯველ სიკვდილს იწვევს. ძირითადად იყნებდნენ ძველი აზიის ქვეყნებში
ბამბუკი
13.Ling Chi

მეთოდი რომელიც ჩინეთში დაახლოებით მეცხრე საუკუნეში დამკვიდრდა და მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე არ იყო აკრძალული. დამნაშავს სჯის რამოდენიმე ადამიანი, ისინი სათითაოდ აჭრიან მას სხეულის ნაწილებს დანით. სასჯელის სიმკაცრიდან გამომდინარე ეს პროცესი 20 წუთზე მეტხანს არ გრძელდება რადგან დასასჯელი მალე კვდება
ლინგ ჩი

14. ელექტრო სკამი

პირველად იგი ამერიკაში გამოჩნდა 1888 წელს და რამოდენიმე შტატში ელექტო სკამი დღესდღეობითაც წარმოადგენს სასჯელის უმაღლეს ფორმას.
ეექტრო სკამი

15.ვირთხები

ალბათ არაფერია იმაზე სასინელი როდესაც ვირთხა შენს შიგანს ვირთხები გლეჯენ. ეს მეთოდი გამოიყენებოდა ძველ ჩინეთში. ხელფეხშეკრულ დამნაშავეს მუცელზე რკინის ყუღ ადებდნენ რომელშიც ვირთხები იყვნენ, შემდეგ კი ყუთს ახურებდნენ, შეშინებული და შეწუხებული ვირთხები რომლებსაც გასაქცევი არასდ აქვთ იჭყებენ ადამიანის შიგნეულობის გამოხვრას.
ვირთხები

გაგრძელება იქნება…

1, 266 კომენტარები
0

Related Posts