Mail.ruს ჯგუფი კიდევ ერთი სოციალური ქსელის განვითარებას იწყებს. ამჯერად მათი შვილობილი მიკრობლოგინგის სერვისი futubra.com იქნება. კომპანიას ფული აშკარად არ აკლია, მაგრამ მარკეტინგული სვლები გაურკვევლობის გრძნობას ქმნის.
სკეპტიციზმს იწვევს მოძველებულ isq ში ჩადებული თანხა, vkontakte .ruს მენეჯმენტი კი ღიად ბლოკავს თავისი აქციონერების ფაილმონაცემებს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იური მილნერი მეილ რუდან მიდის და ამ სიტუაციაში ახალი საიტის ფორმირება ექსპერტებში კითხვებს წარმოშობს.
„Mail.ruს ჯგუფი“ს გენერალური დირექტორი დიმიტრი გრიშინი მომავალს იმედით უყურებს. ის მრავალფეროვნებას პოზიტიურ ფაქტორად მიიჩნევს, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელთა ინტერესებზე დაკვირვება უფრო სრულყოფილად მოხდეს. ინტეგრაციის კანონზომიერების აღიარების მიუხედავად , futubra.comმა დამოუკიდებლად უნდა ნახოს მომხმარებელთა არეალი.
ერთი შეხედვითაც, მისი ინტერფეისიც კი თვითერთან ნათესაობას ამჟღავნებს,მაგრამ მასში ჩადებულია რამდენიმე განსხვავებული ელემენტი . კერძოდ, უფრო დახვეწილია მულდიმედიასთან მუშაობის შესაძლებლობა.
საიტი მობილური ტელეფონების ყველა პლატფორმაზე იმუშავებს,გათვალისწინებულია შესაბამისი აგენტების გამოშვება . სტატუსის დადება “ორიგინალისგან” განსხვავებულია,რაც გამოიხატება არამარტო სიმბოლოების ოდენობაში, არამედ ვიზუალური ელემენტებითაც. არსებობს “ლენტის” ანუ გუგლის წრის მსგავსი სერვისი.
ძალიან მოუხერხებელია საკუთარი ინდივიდუალური ნიკის არქონა. ჩემი იდ http://futubra.com/42271 გახლავთ და ჯერჯერობით ნაცნობების პოვნა გამიჭირდა. საიტი უფრო რუსულ ნეტზეა ჯერ ორიენტირებული, ხოლო ქართველებისთვის თვითერიც კი მშობლიური ვერ გახდა.
რაც შეეხება რუსეთს, მიკრობლოგინგი გაცილებით პოპულარულია და უნდა ველოდოთ მომხმარებელი ფუტუბრას არ მოაკლდება. რამდენიმე დღეში 42271 იუზერი ხუმრობა სულაც არაა. ჯერჯერობით შიდაქონთენთის ხილვა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ იუზერებს.
You must log in to post a comment.