მთავარი გვერდი www სამყაროსაიტების კატალოგი „საავტორო უფლებებთან“ დაკავშირებული სკანდალი ამჯერად უკრაინაში განვითარდა.

„საავტორო უფლებებთან“ დაკავშირებული სკანდალი ამჯერად უკრაინაში განვითარდა.

ბლოგერი: Lasha_Mebonia

მსხვილი კორპორაციების (ადობე , მაიკროსოფტი) და სამართალდამცველების დარტყმა ფაილგამცვლელ ქსელზე „ex.ua” განხორციელდა.

დომეინის პარალიზირებამ მომხმარებლების აღშფოთება  გამოიწვია.   ჰაკერების მიერ გარკვეული დროით დაიბლოკა პრეზიდენტის, მმართველი პარტიის , პოლიციის და სხვა სახელმწიფო საიტები. ხოლო დდოს შეტევაში მონაწილეობის მოწოდებები სოციალური ქსელის მეშვეობით  გავრცელდა,რომელსაც საკმაოდ დიდი ენთუზიზმით შეუერთდნენ მომხმარებლები.

უკრაინის ხელისუფლება  კიბერდანაშაულს კრიტიკულად მოეკიდა,აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გარკვეულ კომპრომისებზე საუბარი აშკარად მიდის. საიტი სავარაუდოდ სხვა დომეინზე გააგრძელებს არსებობას და ამჟამად რედირექტი გვაგდებს http://fex.net/ მისამართზე.

პოლიციამ დაამშვიდა რიგითი მომხმარებლები, რომ ადრე აქ განთავსებული კონტენტისათვის არავინ პასუხს არ აგებს. საიტის ადმინისტრაცია კი ცდილობს საკუთარი უფლებები დაიცვას.

 

116 კომენტარები
0

Related Posts