საინტერესო

31 მარტს მსოფლიო ინტერნეტის გარეშე დარჩება

31 მარტს “Anonymous”  აპირებს მსოფლიო ინტერნეტის გარეშე დატოვოს . ოპერაცია #opGlobalBlackout ის პროცესში მათი  ამოცანა იქნება  ძირითადი DNS-სერვერების მწყობრიდან გამოყვანა.

ჯგუფის  განცხადებით, აღნიშნული აქცია  განხორციელდება უპასუხისმგებლო ლიდერების ,ბანკირების წინააღმდეგ ,რომლებიც მსოფლიოს აშიმშილებენ. შეტევა ერთი დღე გასტანს.

მას შემდეგ,რაც დნს სერვერები იქნება გათიშული, ვერავინ შეძლებს დაუკავშირდეს დომეინებს, დაიბლოკება HTTP, ხოლო ვინც შეეცდება აკრიფოს მაგალითად : http://alo.ge ამოუგდებს  შეცდომას.

„ჩვენი ამოცანა არაა ინტერნეტის ბლოკირება, ჩვენ მას მხოლოდ  დროებით ვთიშავთ“ -აცხადებენ იდეის ავტორები.

მათ განათავსეს ბმულები სპეციალურ სოფტებზე, რომელიც დაჭირდებათ დაინტერესებულ იუზერებს.

ანონიმებმა პოპულარულობა მოიპოვეს სხვადასხვა სერიოზული შეტევის შემდეგ. ამჯერად სამიზნე უფრო გლობალურია და საერთაშორისო ორგანიზაციები  შეშფოთებას გამოხატავენ.

განცხადების ტექსტი იხილეთ: http://pastebin.com/NKbnh8q8

Tags
Show More

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close