მთავარი გვერდი საინტერესო ერთი გოგონას ისტორია + video

ერთი გოგონას ისტორია + video

ბლოგერი: SOFT

 

 

ისტორია რომელიც 40 წლის წინ დაიწყო

1972 წლის 8 ივლისს  სასტიკი შეცდომის შედეგად ამერიკულმა თვითმფრინავმა ბომბები თეთრი ფოსფორით ჩამოყარა სამხრეთ ვიეტნამურ სოფელ შენგ-ბანგში ,სადაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ,, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ. გადარჩენილებმა უმძიმესი დამწვრობა მიიღეს. ვისაც შეეძლო გაქცევით უშველა თავს.

ამ უბედურებას შეესწრო სააგენტო  ITN  ის ფოტოკორესპონდენტი და ვიდეო რეპორტიორი ნიკ უიტი
[youtube http://www.youtube.com/watch?v=3C_EOInu2ZA]

პრესაში ფოტოების გამოჩენისთანავე აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა თავიდა განაცხადა,რომ ფოტოგრაფიები ფოტომონტაჟი იყო მოგვიანებით ნიქსონმა ეს გამონათქვამები უარყო

გადარჩენილებს შორის გამოირჩეოდა შიშველა პატარა გოგონა ,რომლის სხეულის ნაწილობრივ დამწვარი იყო.

მის ტანსაცმელს აფეთქებისას ცეცხლი მოეკიდა და იგი იძულებული იყო ყველაფერი ,რაც ეცვა შემოეხია და შიშველა გამოქცეულიყო ცეცხლმოკიდებული შენობიდან



ჯარისკაცი კიმს წყლით ბანს ტანს ,მაგრამ მეომარმა არ იცოდა, რომ ამით გოგონას მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა

მოგვიანებით გოგონა ადგილობრივ სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.სადაც კიმს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს.

ფოტოკორესპონდენტი ნიკ უიტი და კიმ ფუკი

სოფელ  შენგ ბანგის ტრასა დღეს

1982 წელს კიმი სწავლობდა ვიეტნამის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ,ადგილობრივმა მთავრობამ იპოვა, შეაწყვეტინა სწავლა და დაიწყო ცოცხალ ტრაფარეტად მისი გამოყენება, მას დაატარებდნენ სხვადასხვა ანტიამერიკულ ღონისძიებებზე. მისი სურათებით იყო აჭრელებული კომუნისტური რეჟიმის პრესა

მხოლოდ 1986 წელს მისცეს კიმს სწავლის გაგრძელების საშუალება.კიმი კუბის სამედიცინო ინსტიტუტში გაუშვეს სასწავლებლად სადაც მან გაიცნი მომავალი მეუღლე.

1992 წელს წყვილი საქორწილო მოგზაურობაში წავიდა კანადაში, საიდანაც ტურისტულ ჯგუფს დაცილდნენ და კანადის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს.

დღეს კიმი ოჯახთან კანადაში ცხოვრობს

1, 013 კომენტარები
0

Related Posts