ფოტო ,ვიდეო,ტექსტი
ელვა — გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.
უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი – ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს.
ელვა ახასიათებს არა მარტო ჩვენ პლანეტას არამედ მზის სისტემის სხვა პლანეტებსაც.დენი ელვაში შეიძლება იყოს 10 დან 100 ათას ამპერამდე.,ხოლო ძაბვა მილიონი ვოლტიდან -ორმოცდაათ მილიონ ვოლტამდე.ტემპერატურა ელვის ზოლში შეიძლება ახწევდეს 30 ათას გრადუსს ეს ტემპერატურა 5-ჯერ მეტია მზის ზედაპირის ტემპერატურამდე.ელვა ღრუბლიდან დედამიწამდე 0.0002 წამში ახწევს სიჩქარით 100000მ/წმ.ელვის დიამეტრი მაქსიმუმ 1 მეტრია ,ხოლო არხის დიამეტრი სადაც დენი მიედინება 1 სანტიმეტრს არ აღემატება სიგრძე შეიძლება იყოს 1-10 კილომეტრი.ელვის ერთი განმუხტვა გრძელდება 025 წმ და ერთ წერტილიდან განმუხტვების რაოდენობა სამს არასოდეს არ აღემატება.ელვა მომაკვდინებელი ძალაა ,მაგრამ ელვის დარტყმისგან ადამიანის სიკვდილის შანსი 1/2000000 არის.თვითმფრინავებს ელვა ხვდება საშუალოდ ფრენის 5 000 საათში ერთხელ ,მაგრამ ზიანს არ აყენებს.არსებობს ელვის ორი სახე ვერტიკალური და ძალიან იშვიათი ბურთულოვანი.ბურთულოვანიელვის ნახვის შანსი 1/10000 არის. ასევე ელვა აუცილებელია ჩვენი პლანეტისათვის ელვის დროს ხდება ოზონის შრის აღდგენა .
[youtube http://www.youtube.com/watch?v=fDhy5LBcxFU]
[youtube http://www.youtube.com/watch?v=jlDYNi5TVk8]
[youtube http://www.youtube.com/watch?v=-BAoDi7Le9w]
You must log in to post a comment.