ვანუატუ წყნარ ოკეანეში მდებარე მელანეზიის კუნძულთა ჯგუფში განლაგებული სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 234 000 ადამიანს არ აღემატება
ახალი ჰებრიდის არქიპელაგის 83 კუნძულზე განლაგებული ქვეყნის საერთო ფართობი 12 190 კმია
დედაქალაქია პორტ-ვილა . აქ 35 000 მაცხოვრებელია. არის რესტორნები, აუზები, ტურისტებისათვის დასასვენებელი სხვა ადგილები
„ახალ ჰებრიდებად „ წოდებული ტერიტორია 1980 წლიდან დამოუკიდებელი , გაეროს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი სუვერენული სახელმწიფოა.სურათზე მოცემულია პარლამენტის შენობა
მთავარი კუნძულებია ეფატე, ესპირიტუ-სანტო, ტანა, მალეკულა
ქვეყანაში რამდენიმე აქტიური ვულკანია, უდიდესია „იასური“
მოსახლეობის 94 %ს შეადგენენ ნივაანუაატელები. 4% ევროპელი , დანარჩენი კი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმოამდგენლები ცხოვრობენ
ვანუატუს ოფიციალური ენებია ინგლისური, ფრანგული და ბისლამა(ინგლისური ენის გადაკეთებული აქაური ვარიანტი შეზავებული ადგიულობრივი ფრანგული, ჩინური ლექსიკური მარაგით) . ამათ გარდა სულ 109 ენაა გავრცელებული….
ქრისტიანობა მეოცე საუკუნეში გავრცელდა, მაგრამ ამის გარდა არსებობს უცნაური „კარგოს“ ანუ თვითმფრინავების გაღმერთების კულტი . ვანუატელები ეთაყვანებიან ვინმე „ჯონ ფრუმს“ და ატარებენ რიტუალებს, რაც უკავშირდება ომის პერიოდში ამერიკელების მიერ აქ საქონლის შემოტანას. ისინი ელოდებიან ციდან მოვლენილ საქონელს . რაც შეეხება ჯონ ფრუმს. რეალურად არავინ იცის ის რეალური ადამიანია თუ მითი. კარგოს მიმდევრები კმაყოფილებით არ შეხვდნენ დამოუკიდებლობას.ახლა საკუთარი პოლიტიკური პარტია აქვთ.
თანამედროვე ვანუატელების აზრით, ჯონი რაც მათ ასწავლიდა ახდა. ტურისტები ფულს იხდიან, ადამიანებმა ფულის შოვნის საშუალება მიიღეს, თუმცა ვანუატუ კვლავ რჩება განუვითარებლობის და სილამაზის ნაზავად. აღსანიშნავია რომ აქ იქნა გადაღებული ამერიკული “უკანასკნელი გმირის ” პირველი გადაცემა . იხილეთ სურათები და ვიდეო
You must log in to post a comment.