მთავარი გვერდი საინტერესო თხევად ოქროდ წოდებული არგანის ზეთი

თხევად ოქროდ წოდებული არგანის ზეთი

ბლოგერი: SOFT

წარმოგიდგენთ თავის მოვლის საუკეთესო, უაღრესად სასარგებლო, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე უნიკალურ საშუალებებს. არგანის ზეთი და მის ბაზაზე დამზადებული ბუნებრივი საცხები, თიხა „Rhassoul” – სათუთად იცავს და აჯანსაღებს სხეულს, აყოვნებს დაბერებას.

12415527_10205477357834324_121518249_o

ტუარეგების ტომის ქალების ხანგრძლივი სილამაზის მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო, არგანი (Argania Spinosa), ნაჭუჭიანი ნაყოფის მომცემი ხეა, რომელიც მხოლოდ მაროკოს დასავლეთში იზრდება. მისი ზეთი უიშვიათეს მრავალფუნქციურ კატეგორიას განეკუთვნება, ერთნაირად უხდება ყველა ტიპის კანს.

თხევად ოქროდ წოდებული არგანის ზეთის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ანაცვლებს ცნობილ ქიმიურ კოსმეტიკურ პრეპარატებს. ორგანული ანტიოქსიდანტები, ფეროლები, სკვალენი, კაროტენი, ომეგა6/9, E ვიტამინი აყოვნებს დაბერებას, ზრდის კანის დრეკადობას, არასახარბიელო ეკო-გარემოსადმი მედეგობას, კვებავს, ატენიანებს და კურნავს ზიანს, ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის წარმოქმნას. კოსმეტიკური, 100% არგანის ზეთის შეფერილობა მოყვითალო ოქროსფერია და აქვს მსუბუქი, სასიამოვნო, თხილის მსგავსი არომატი. დიდი მოთხოვნისა და ენდემური წარმოების გამო სამწუხაროდ ძალიან ხშირია გაზავებისა და გაყალბების შემთხვევები. გაფრთხილდით, თუ ზეთი სრულიად უარომატო ან მომწარო სუნის მქრალი ყვითელია – გაზავებულია ზეითუნის, მზესუმზირის ან სხვა ზეთით/სითხით, რაც კუთვნილ თვისებებსა და სარგებლიანობას სრულად უკარგავს. სპეციალურად დაფერილი შუშის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: “100% სუფთა არგანის ზეთი – დამზადებულია მაროკოში”. ორიგინალის სათავსის ზომებია 30/50/60 მლ. არგანის ზეთი ბუნებამ უხვად შეაზავა ყველა ძვირფასი და აუცილებელი ინგრედიენტით. ჩვენი მისია ახალგაზრდობის, ჯანსაღი იერის, სხივმფენი თმის, მკვრივი კანის, ძლიერი ფრჩხილებისა და ფაქიზი ტუჩების შესანარჩუნებლად ამ მზა ელექსირით სარგებლობაა. [არგანის ხე შესულია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის კატალოგში და მისით განაშენიანებული ტერიტორია დაცულია, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტი http://www.unesco.org/culture/ich/en/RL/00955]

ატლასის მთის თიხა Ghassoul/Rhassoul (არაბულიდან rhassala „გასუფთავება“) ასევე მხოლოდ მაროკოში, ატლასის მთების წიაღში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის უძველეს საბადოებში მოიპოვება. ამ არაჩვეულებრივ, მინერალებით მდიდარ თიხას ლოდების სახით იღებენ, რეცხავენ, მზეზე აშრობენ, ანაწევრებენ, ფქვავენ და წმინდა ფხვნილად აქცევენ. ის კანიდან და თმიდან ტოქსინების, შლაკების შეწოვისა და გამოდევნის უნიკალური უნარითაა ცნობილი, სანაცვლოდ კი მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ მინერალებს ანიჭებს. ჭიმავს სახის მოშვებულ კონტურს, ათანაბრებს ზედაპირის სტრუქტურას, ასუფთავებს და ამჭიდროვებს ფორებს, აშორებს კომედონებს (შავ წერტილებს). შეიცავს მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინასა და კალციუმს. ამ და სხვა უამრავი გამორჩეული მახასიათებელით ყველა ცნობილ კოსმეტიკურ თიხას სჯობს, რის გამოც აღიარებულია საუკეთესოდ და მსოფლიოს უმაღლესი დონის სპა სალონებში გამოიყენება.

ასორტიმენტში ასევე არის ნატურალური ვარდის წყალი, არგანის ფუძეზე დამზადებული სახის დღისა და ღამის საცხები, ხელის კრემი, ტუჩის ბალზამი, შამპუნი, ტანის რძე, თიხის მზა ნიღბები სახისთვის დაა არჩევანი მუდამ მზარდია. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:
დოლიძის 11 – მაღაზია “D Style”, ფალიაშვილის 17 – სალონი “Nail Bar No1”, ატენის 18 მიმდებარედ – 24/7 მინიმარკეტი „ი2“. დაწვრილებითი ინფორმაციისა და რჩევებისთვის ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს www.facebook.com/trueorganica

სასარგებლო და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

0 კომენტარი:
0

Related Posts