მთავარი გვერდი ტექნოლოგიები მარსის კოლონიზაციისათვის საჭირო 10 აუცილებელი ტექნოლოგია

მარსის კოლონიზაციისათვის საჭირო 10 აუცილებელი ტექნოლოგია

ბლოგერი: SOFT

როგორც მეცნიერები  ვარაუდობენ, ადამიანები მარსზე 2030 წლისათვის  გაემგზავრებიან, მაგრამ  მისიის წარმატებისათვის ყველაფერი მზად არაა. მით უფრო თუ  კოლონიზაციის სურვილი რეალობად მოგვინდება ვაქციოთ.

რა დაგვჭირდება ?

წყლის ექსტრაქტორები

მარსზე  თხევადი წყლის კვალი აღმოჩნდა , მაგრამ  წითელი პლანეტის გრუნტიდან გაყინული წყლის მოპოვება საჭირო აუცილებლად  გახდება. ამის გაკეთება მოხერხებადი შესაძლოა იყოს  ყინულოვანი გარსის გათხრით  ან უფრო  ეფექტურია მიკროტალღების მეშვეობით ამოტუმბვა. დედამიწაზე ამ ტიპის ტექნოლოგიები დატესტილია. მარსზე კი ყველაფერი გაცილებით რთული იქნება…

 სკაფანდრები

მარსზე მუდმივი ყოფნა მოითხოვს უფრო განვითარებულ სკაფანდრებს. მათი ფორმა მეტად მსუბუქი  სასურველია გახდეს და უზრუნველყოს სათანადო დაცვა რადიიციისაგან, აგრეთვე  დაგვეხმაროს მიზიდულობის არაბუნებრივ ძალასთან ადაპტირებაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი ფრენის შემდეგ.

კოსმოსური ხომალდები

მარსზე მოსახვედრად საჭიროა გაცილებით მეტი ძალისხმევა, ვიდრე ორი ხომალდის შეერთება ან მთვარეზე ადამიანების დასმა.  “ნასა”  ცდის სატრასპორტო ხომალდ “ორიონს”, რომელსაც შეუძლია უპილოტო და მართვადი მოგზაურობა 4 ადამიანის თანხლებით. პირველი უპილოტო ფრენა  დაგეგმილია 2024 წელს. ხოლო პილოტით-2027 წელს

საწვავი

“ორიონის” ყველა პოზიტიური თვისებების მიუხედავად, ის მაინც მცირეა. მეტი მაშტაბისათვის საჭიროა გაცილებით უფრო დიდი ენერგია და საწვავი. მიმდინარეობს მზის ენერგიის გამოყენებისკენ ექსპერიმენტები, მაგრამ   ფრენის სიჩქარე იქნება უფრო მცირე ანუ  დრო დაჭირდება მეტი.

   ხომალდის უსაფრთხო დასმა ზედაპირზ

დედამიწა და მთვარე გასაგებია,მაგრამ მარსის ზედაპირი განსხვავებულია, სრულიად ტავისებური და ვერ მოგვცემს  ხომალდის უსაფრთხო დაჯდომის  გარანტიას.  ტარდება ათეულობით ტესტი, მუხრუჭებისა და პარაშუტების გამოცდა.

 ხომალდის უსაფრთხო დასმა ზედაპირზე

კარტოფილის მოყვანის ფილმში აღწერილი  ტექნიკა რეალობასთან ახლოა, თუმცა ასე ადვილი არაა მარსის რკინით სავსე ნიადაგის დამორჩილება. მით უფრო 40 %-ით დედამიწაზე ნაკლები მზის სხივია პლანეტაზე , რაც კიდევ მეტ პრობლემას  ქმნის.

 რობოტები

ასტრონავტების წინაშე   არსებული ამოცანების გადასასაწყვეტად რობოტების გამოყენება საჭირო იქნება.  ამ მომენტში დამუშავების პროცესშია ადამიანის მსგავსი რობოტების შექმნის შანსიც კი 

 სახლები

სკაფანდრების მსგავსად სახლების ამოცანა ადვილი გადასაწყვეტი არაა.   მან უნდა დაგვიცვას მტვრის ნაკადებისა და რადიაციისაგან, აგრეთვე უზრუნველყოს საკვების ზრდა, ცხოველები. თუ ხანგრძლივი იქნება გაჩერება, აუცილებელი იქნება ყველაფერი კომფორტული იყოს.

მშობიარობა 

ასტრონავტებს შორის სექსუალური ურთიერთობა იკრძალება, მაგრამ თუ ხანგრძივია ყოფნა, დღის წესრიგში დადგება სქესობრივი ურთიერთობის, ნაყოფიერების და   შთამომავლობის გამრავლების ტემა, რაც მარსის გრავიტიციის გათვალისწინებით ასევე პრობლემურია. არსებობს უამრავი გარე საფრთხე.

დაბრუნება

კერძო პროექტი “Mars One”  ითვალისწინებს მხოლოდ გამგზავრებას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სკეპტიკურად უყურებს  ამ შესაძლებლობას და წარუმატებლობას ვვარაუდობს, მაგრამ ნასას პროექტი გაითვალისწინებს «Earth Return Vehicle», რომელიც მთელი იქ ყოფნის პერიოდში  მთვარის ორბიტაზე იქნება და  უზრუნველყოფს  ასტრონავტების დაბრუნებას

წყარო

0 კომენტარი:
0

Related Posts