მთავარი გვერდი საინტერესო ინდოეთში ინტერნეტ-ცენზურის დაწესება სურთ

ინდოეთში ინტერნეტ-ცენზურის დაწესება სურთ

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გააფრთხილა ფეისბუქის და და გუგლის ადგილობრივი წარმომადგენლები,რათა მოიფიქრონ მექანიზმი ,რომლითაც მოხდება “გამოსაქვეყნებელი და საკამათო მასალების” წინასწარი მოდერირება. წინააღმდეგ შემთხევევაში, მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ-გიგანტები შესაძლოა დაიბლოკონ, ისე როგორც ეს მოხდა ჩინეთში.

ამავდროულად გუგლის განცხადებით,მათ არა აქვთ მექანიზმი ყველა საძიებო ინფორმაციის სრული კონტროლისათვის.

სარჩელი შეიტანა ვინმე ვინეი რეიმ და მისი აზრით, კომპანიები პასუხისმგებელნი არიან ყველა ინფორმაციაზე,რომელიც მათთან თავსდება. ეს კი მისი თქმით”ხელს უშლის რელიგიური ჰარმონიის და ეროვნული ინტეგრაციის პროცესს”

Reuters გვამცნობს, რომ ინდოეთში უკვე მიიღეს კანონი,რომლის მიხედვით საშიშად შაესაძლოა მიჩნეულ იქნას შეურაცმყოფელი სურათები. ასეთი მასალები გამოქვეყნებიდან 36 საათის განმავლობაში წაშლას ექვემდებარება.

ინდოეთის ხელისუფლებას აგრეთვე აშფოთებს სხვადასხვა რადიკალური საიტები, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს ადანაშაულებენ ზედმეტად უხამსი ფორმით,თუმცა ზუსტად მარტივი შეზღუდვებიდან იწყება პეპლის ეფექტი ანუ ნამდვილი ცენზურა ქვეყანაში.

დღეისათვის ინდოეთში 12 მილიონი მოხმარებელია და ინტერნეტის თავისუფლება შედარებით უფრო მაღალ დონეზეა,ვიდრე ჩინეთში

190 კომენტარები
0

Related Posts