მთავარი გვერდი საინტერესო შიშველი მომსახურების სააგენტო

შიშველი მომსახურების სააგენტო

ბლოგერი: Mateo

წვეულებაზე სტრიპტიზის მოცეკვავის გამოძახება საკმაოდ ძველი და პოპულარული ტრადიციაა 🙂 . შესაბამისად ამ ბაზარზე კონკურენციაც მაღალია. სწორედ ამიტომ  სამხრეტ აფრიკულმა კომპანიამ Natural Cleaning Co  მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა რათა კონკურენტებისთვის ეჯობნა.

კომპანია ერთი თვის წინ ბუღალტერმა Jean-Paul Reid–მა დააარსა. კომპანია მომხმარებლებს თავაზობს შიშველი დამლაგებლების, ბუღალტრების,ადვოკატების,IT სპეციალისტების, მტვირთავების და სხვა პროფესიის ადამიანების მომსახურებას. გარდა ამისა კლიენტებს ტავად შეუძლიათ შეადგინონ მათთვის სასურველი გასართობი პროგრამა და სპეციალისტები რომელთა გამოძახებაც სურთ:) ყოველგვარი მომსახურება გარდა პროსტიტუციისა.
ამ ეტაპზე კომპანიას საშუალოდ ერტი მომხმარებელი ჰყავს დღეში და ისინი ძირითადად შუა ხნის მამაკაცები არიან. ყველაზე პოპულარული სერვისებია შიშველი დამლაგებელი მამაკაცთათვის და ხელოსანი ქალებისათვის.  მომსახურების საფასურის 20% კომპანიას რჩება ხოლო დანარჩენი მუშაკებს.

0 კომენტარი:
0

Related Posts