ჰო, რა იყო, ჯგუფი “პანდას” ეს სიტყვები უტოპია გგონიათ?
ჰმ, სულაც არა ….. ჯერ ერთი ხორციან საჭმელებს ვეგეტრიანულმა კულინარია ალტერნატივას უქმნის. მეორეც, მაშინ როდესაც საქართველოში ვკამათობთ ორჯერ ორი ოთხია თუ არა, მსოფლიოში ტექნოლოგიები ხელოვნური, ე.წ კულტივირებული ხორცის სრულყოფისკენ მიდის …გზა კი ჯერ კიდევ დიდია გასავლელი, მაგრამ ჰორიზონტი გამოჩნდა:)
პირველად აღნიშნულზე უინსტონ ჩერჩილმა საჯაროდ იოცნება, როცა თავის წიგნში «Fifty Years Hence» გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანი ცუდს აკეთებს, როცა ბარკლის ნაგლეჯისათვის კლავს ქათამს. უმჯობესი იქნება თუ ამას ხელოვნური გზით შეეცდება. ამ ტიპის ხორცი კი 1971 წელს მოამზადეს ზღვის ღორის კუნთებიდან.
2003 წელს ხელოვნური ჰამბურგერი საჯაროდ დაიტესტა . მისი ღირებულება ასეულ ათასობით დოლარს გადაცდა და დეგუსტატორებმა ჩვეულობრივ ხორცზე მსუყედ შეაფასეს. მეტიც, კულტივირებული ხორცი უფერულია, რაც ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე მოწმობს. დეგუსტაციიის თანხა სერგეი ბრინმა გაიღო.
ყველაზე გამოუსწორებელი ოპტიმისტი მარკ პოსტია. პროფესიონალი მკვლევარი წლებია ამ სფეროში მუშაობს და უკვე მოხერხდა წარმატებული ექსპერიმენტები, რაც დაზოგავს ცხოველებს და დაიცავს ეკოლოგიას გამოუწსწორებელი ზარალისაგან. ლაბორატორიებში უჯრედები თავსდება ნაერთებთან ერთად და სამი კვირის შემდეგ მილიონობით ღეროვანი უჯრედი იქმნება , სადაც უჯრედები ერთიანდება და თავსდება სპეციალურ ფინჯნებში, მანიპულაციების შემდეგ იყინება და არსებობს შესაძლებლობა ერთი ღეროვანი უჯრედიდან 10 ათას კილომდე ხორცი დამზადდეს.
პროფესორი მარკ პოსტი
კულტივირებული ხორცის ფასი ასი ათასობით დოლარიდან 11 $დე დაეცა და მეცნიერები მეტ სიიაფეს გვპირდებიან. პირველად მათ შეძლეს ე.წ ფარშის მომზადება, კუნთოვანი გარსის განვითარება გაცილებით რთულია.
კულტივირებული ხორცის ბიზნესში მუშაობს რამდენიმე კომპანია : Memphis Meats 2015 წელს წარმოიშვა და უკვე მოიზიდა 22 მილიონი დოლარი. ინვესტორებს შორის არიან Cargill, ბილ გეითსი და რ. ბრენსონი.
სექტემბერში ჩინეთმა და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სუფთა ტექნოლოგიების“ გაცვლის შესახებ, სადაც შედის ხელოვნური ხორცის შექმნის ტექნოლოგიაც
Hampton Creek ბაზარზე 2011 წლიდანაა. მათ შექმნეს ხელოვნური კვერცხი ქათმის გარეშე 11 სხვადასხვა ინგერდიენტის გამოყენებით. მისი პროდუქცია იყიდება ასეულობით სასწავლო დაწესებულებაში. ხორცის წარმოება წელს დაიწყეს და ბაზარზე 2018 წელს აპირებენ შემოსვლას.
MosaMeats – ასე ქვია მარკ პენის დაარსებულ საკუთარ ბიზნესს, რომეოლიც პროფილირდება საქონლის ხორცზე. არსებობს ებრაული „სუპერმითი“, Finless Foods ორიენტირებული თევზზე, Modern Meadow- კანის მწარმოებელი