მთავარი გვერდი საინტერესო ილუზია ადამიანის ცხოვრებაში

ილუზია ადამიანის ცხოვრებაში

ბლოგერი: nilay sss

ილუზია

ილუზია გავრცელებული ტერმინია და  მცდარ შეხედულებას,დამოკიდებულებას ნიშნავს.ადამიანები ზოგჯერ მომხდარ მოვლენებს არარეალურად აღიქვამენ, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენს ინტელექტს და გონებრივ შესაძლებლობებს ვერ დავაბრალებთ,

რადგან ეს ჩვენი არა ინტელექტის,  არამედ თვითონ საგნის ან მომხდარი მოვლენის ბრალია. ის ისეთ ფორმას ღებულობს რომ თვალები ტყუვდება და შესაბამისად გონებაც. მაგ:ზღვის ნაპირზე დგომისას გვეჩვენება რო ჰორიზონტი ცას ეხება მაგრამ ჩვენი გონება იმდენად განვითარებულია რომ ვიცით სინამდვილეში რაც ხდება. ილუზიის გამომწვევ მიზეზებს ტიპებად ყოფენ.  ესენია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ოპტიკური ილუზია

ფიზიკური ილუზია

ფიზიკური ილუზია არის ილუზია, რომელსაც იწვევს საგნის ფიზიკური მდგომარეობა, მაგალითად წყლიან ჭიქაში ჩადებულია კოვზი, ის კოვზი გატეხილად გვეჩვენება ამის მიზეზი ფიზიკური მოვლენაა.

ფსიქოლოგიური ილუზია

ფსიქოლოგიური ილუზია ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული, რომლებშიც შედის ძლიერი აფექტი, ძლიერი სურვილი, მოლოდინი, რწმენა, მცდარი მსჯელობა და ა.შ ასეთი ილუზიის მაგალითად საღამოს ტყეში ბუჩქი ამ გადაჭრილი ხე აღიქმება, როგორც მგელი ან ძაღლი, ან თუნდაც ღამით სეირნობისას გგონია, თითქოს რამე მოგყვება …..ამ დროს შიშმა ისე შეიპყრო გონება, რომ საკუთარი აზრებით მცდარ რეალობას ქმნის

ოპტიკური ილუზია

კარგი მხედველობისას ადამიანი ყველაფერს ისე აღიქვამს, როგორც სინამდვილეშია, თუმცა არსებობს ოპტიკური ილუზია, რომელიც კარგ მხედველობასაც ატყუებს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გონებაც ტყუვდება და ადამიანი აღიქვამს იმ არარეალურ მოვლენას.მაგალითად თუ ქუჩაში დაინახავ ადამიანს, შეეცდები ის გარეგნობის მიხედვით შეაფასო მისი შინაგანი პიროვნება და თხზავ არარეალურ ამბავს.

0 კომენტარი:
0

Related Posts