მთავარი გვერდი საინტერესო ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი ქალები

ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი ქალები

ბლოგერი: SOFT

 

ქალები და მათი პატარა ისტორიები , რომლებმაც სახელი გაითქვეს ბანკების ძარცვით

ბონი პარკერი

ყველაზე სახელგანთქმული ბანკების მძარცველი. ქალბატონი რომელიც გამოირჩეოდა თავისი დაუნდობლობით და სითამამით 1934 წლის 23 მაისს იგი თავის  ქმართან ერთად ტეხასის რეინჟერებმა მოტაცებულ მანქანაში ჩაცხრილეს. გვამი საჯაროდ გამოფინეს დალასში. შემდგომ  კი საგვარეულო სასაფლაოზე დაასაფლავეს. ბონი პარკერის სხეულში 167 ტყვია აღმოჩნდა.

 

მძარცველი ეკლესიიდან

რამდენიმე უპრეცენდენტო ძარცვის შემდეგ, დაკავებულ იქნა 46 წლის სილვეტ ფილის  ჯილბერტი. ოჰაიოს სამართალდამცავებმა მას მეტსახელი   “მძარცველი  ეკლესიიდან ”  შეარქვეს, რადგანაც ქალბატონი ერთი შეხედვით ეკლესიის მრევლს მოგაგონებდა.  2011 წლის 5 იანვარს მას წარუდგინეს ბრალდება  2006-2011 წლებში  ჩადენილ 12 მეორე ხარისხის დანაშაულზე და 12 ბანკის ძარცვაზე .  სილვეტ ფილის  ჯილბერტი დღეს სასჯელს იხდის ფრანკლინის  ციხეში.

“ყაჩაღი ბარბები”

ეს  მეტსახელი ხიზერ ჯონსონმა და ეშლი მილერმა ჟურნალისტებისგან მიიღეს. მას შემდეგ, რაც 2007 წლის თებერვალში გაძარცვეს.  18 წლის  გოგონები  ჯინსებში და მოდურ მზის სათვალეებში გამოწყობილები  შევიდნენ ბანკის დასაყაჩაღებლად  . ხიზერმა და ეშლიმ ერთმანეთი სტრიპტიზ კლუბში გაიცნეს და ძარცვის გეგმაც ხიზერის შეყვარებულ  მაიკლთან ერთად დაგეგმეს. აღსანიშნავია, რომ მაიკლი ზუსტად იქ მუშაობდა, სადაც თავდასხმა მოხდა. დაპატიმრების შემდეგ სასამართლომ ეშლის 2 წელი ციხე მიუსაჯა, ხოლო ხიზერს 10 წელი პირობით და სასამართლო დარბაზშივე გაანთავისუფლეს. ხიზერის განთავისუფლება პირობითი სასჯელით  გოგონას პოლიციასთან თანამშრომლობის თანხმობამ  განაპირობა

                                                                                                   კარა ჰაბარდი

ის McDonald County Bankის ძარცვისთვის   1887 წლის აგვისტოში  დააპატიმრეს. კარა და მისი თანამონაწილე მამაკაცები ცხენებით მივიდნენ ბანკის შენობასთან. კარა მოკლედ შეჭრილი თმებით და ბიჭურად გამოწყობილი ცხენებს აკავებდა, სანამ კაცები შენობაში იყვნენ. ძარცვამ წარმატებით ჩაიარა , მაგრამ პოლიციამ ბანდის კვალს მიაგნო. ჩხრეკისას, კარას მამის სახლში იპოვეს ბანკიდან გატაცებული ფული და კოლტი წარწერით ბობ დალტონი.რაც მიუთითებდა კარა ჰაბარდის სახელგანთქმულ დალტონის ბანდის წევრობაზე. სასამართლოზე  კარა ჰაბარდს ჩადენილის გამო არც სინანული არ გამოუთქვავს და არც თანამონაწილენი არ გამოუთქვამს.

სტარლეტი

2010 წლის  დასაწყისში ლოს-ანჯელოსის მხარეში მომხდარი 10 ბანკის ძარცვის გამოძიებამ პოლიცია გაიყვანა ქალბატონ მეტსახელად სტარლეტის კვალზე. აშშს-ს საგამოძიებო ბიუროდან გაჟონილი ინფორმაციაზე დაყრდნობით პრესა იუწყებოდა, რომ რეალურად სტარლეტი 2 ადამიანი იყო , თანაც საკმაოდ მსხვილი აღნაგობის ქალბატონები.დაიჭირეს თუ არა ყაჩაღები ან იყო თუ არა სასამართლო, ეს ყველაფერი დღესაც გასაიდუმლოებულია.

დედიკო ბარკერი

ქეით კლარკ ბარკერი იყო 4 ბიჭის დედა, რომლებიც შეადგენდნეს სახელგანთქმულ ბარკერების ბანდას. 1923 წლისათვის ქეითის ოთხივე შვილი დაკავებული იყო, მაგრამ დედის თანამონაწილეობა შვილების დანაშაულში პოლიციამ ვერ დაამტკიცა.

 

დიასახლისი

ბანკების მძარცველი ერიკა ფ” ანდერსონი 2010 წლის ერთ სექტემბრის დღეს, ჩვეულობრივად,  რამდენიმე საქმის გაკეთებას ცდილობდა, როცა ის დააკავეს ბანკ  Umpqua Bank-ის ძარცვისათვის ორიგონას შტატში.  ქალი ჯერ ბავშვებს დახვდა სკოლასთან, სახლში წაიყვანა და მერე გაძარცვა ბანკი.ერიკას მანქანა იცნო ერთერთმა ძარცვის    მოწმემ.  

მძარცველი მობილურით

ქ.ვაშინგტონში,  Wachovia ბანკის ფილიალის გაძარცვისთვის,  “მძარცველს მობილურით”, 20 წლის ქენდიზ მარტინესს 2006 წლის მარტში  12 წელი მიუსაჯეს. სასჯელის 12 წლიდან 7 წელი იარაღის მუქარისთვის იყო მისჯილი. მობილურიანი მძარცველი პრესამ იმიტომ შეარქვა 20 წლის გოგონას ,რომ ძარცვის დროს განუწყვეტლივ მობილურით საუბრობდა თანამძრახველ ბიჭთან. ბიჭი ამ დროს ქენთიზს ინსტრუქციებს აძლევდა. თანამძრახველ მამაკაცსაც 12 წელი მიესაჯა

საშიში დალაქი

სილამაზის სალონის მეპატრონე ნორმა ბალდერას-დეხერნანდესმა ბანკების ძარცვა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო. იმავე წლის მაისისთვის 3 შვილის დედას უკვე 3 ბანკი ქონდა გაძარცვული.ნორმა ესპანურენოვან მოლარეს აძლევდა ესპანურად დაწერილ  წერილს მუქარით და სალაროდან იტაცებდა ფულს. ქალბატონი დაიჭირეს აგვისტოში.ნორმას 30 თვე პატიმრობა მიესაჯა.

პეტი ჰიორსტი

“პატრიცია კემბელ ჰიორსტ შოუ” საგამომცემლო მაგნატ უილიამ ჰიორსტის  შვილიშვილი, 1974 წელს  ტერორისტულმა ორგანიზაციამ სიმბიოზთა გამანთავისუფლების არმიის წევრებმა გაიტაცეს . მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ გოგონას ოჯახის წევრები გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდიდნენ.  პოლიციისთვის საკვირველი  ტერორისტების მიერ ბანკის ძარცვისას გოგონას გამოჩენა გახდა, სადაც პეტი თოფით ხელში იყო . სასამართლოზე ადვოკატი ცდილობდა პეტის საქციელის გამართლებას, მაგრამ ამაოდ. 1976 წლის მარტში პეტი ციხეში ჩასვეს. მან 2 წელი მოიხადა, სანამ პრეზიდენტ ჯიმი კარტერმა სასჯელი არ შეუმსუბუქა, ხოლო კლინტონის პრეზიდენტობის დროს იგი გაანთავისუფლეს

160 კომენტარები
0

Related Posts