მიგნებით გახარებულები არიან მორწმუნეებიც და მეცნიერებიც, რადგან ასეთი სკანდალური აღმოჩენა ძალიან დიდი ხანია, აღარ გაკეთებულა.
როგორც ირკვევა, მეცნერებმა იესო ქრისტეს და მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო წლების დამამტკიცებელ უტყუარ საბუთებს მიაგნეს. კერძოდ, ბრიტანელმა სწავლულებმა საკრალული ტექსტი გაშიფრეს, რომელიც ტყვიის ფირფიტებზე ორი ათასი წლის წინათ იქნა დატანილი.
საუბარია 70-მდე წიგნზე, რომლებიც ჯერ კიდევ 5 წლის წინათ იორდანიის ჩრდილოეთით იპოვეს და დღემდე უმკაცრესად ასაიდუმლოებდნენ, რადგან იყო არაერთი მცდელობა, რომ უნიკალური უძველესი ბიბლიოთეკა არალეგალურად გაყიდულიყო.
ცნობილი ხდება, რომ ტყვიის ფირფიტებზე ძველებრაუი ტექსტია დაშიფრული. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია იეროგლიფებიც.
დაძაბული და შრომატევადი მუშაობის შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა უძველესი ტექსტის ერთი ნაწილი გაშიფრეს. ამ დროისთვის ისინი მხოლოდ იმას ამხელენ, რომ ტექსტებში საუბარია მესიაზე.
ბრიტანულ მედიაში წერენ, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას მეცნიერები საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
You must log in to post a comment.