იგნორირებაზე არც კი იფიქროთ და იცოდეთ, რომ ეს 10 ნიშანია, რომლებითაც თქვენი ორგანიზმი პრობლემების შესახებ გამცნობთ.
1. წონის უმიზეზოდ კლება. თუკი შეამჩნევთ, რომ წონას თქვენი მცდელობის გარეშე კარგავთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. წონის უმიზეზოდ კლების ნიშნებია: საერთო წონის 5 პროცენტის დაკარგვა 1 თვის მანძილზე; საერთო წონის 10 პროცენტის დაკარგვა 6-12 თვის მანძილზე.
წონის უმიზეზოდ კლება შეიძლება ბევრი დაავადებისგან იყოს გამოწვეული. მათ შორისაა ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტიურობა, დეპრესია, ღვიძლის დაავადებები და ასე შემდეგ:
2. ტემპერატურის გამუდმებული ზრდა. თუკი ნორმალური იმუნიტეტი გაქვთ, არ მკურნალობთ, მაგალითად, ქიმიოთერაპიით, ტემპერატურის ზრდა მთელი კვირის მანძილზე ან უფრო მეტხანს გრძელდება, ექიმთან მისვლისთვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
მუდმივი ტემპერატურა შეიძლება გამცნობდეთ ფარული ინფექციების შესახებ – დაწყებული საშარდე გზების ინფექციიდან და ტუბერკულოზით დამთავრებული. სხვა შემთხვევაში, მაღალ ტემპერატურას ისეთი ავთვისებიანი დაავადება იწვევს, როგორიც ლიმფომაა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მიზეზი სხვადასხვა მედიკამენტიც იყოს;
3.ქოშინი – ცხვირის გაჭედვისა და ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვით, თუკი ქოშინი დაგჩემდათ, ესეც სერიოზული სიგნალია ორგანიზმისგან, რომ რაღაც წესრიგში არ უნდა იყოს. თუკი გრძნობთ, რომ არ გყოფნით ჰაერი, ჩასუნთქვა გიჭირთ და ასე შემდეგ, რაღა თქმა უნდა იცით ვისაც უნდა მიმართოთ. მე კი იმის თქმა შემიძლია, რომ მიზეზი შეიძლება იყოს: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, ასთმა გულის პრობლემები, პანიკური შეტევები, პნევმონია, ტრომბი ფილტვებში და ა.შ.
4. ნაწლავების მუშაობის უეცარი ცვლილება – აუცლებლად მიაკითხეთ ექიმს, თუკი შემდეგ ცვილებებს შენიშნავთ: ძლიერი ფაღარათი ორ კვირაზე მეტხანს; არც თუ ძლიერი ფაღარათი ერთ კვირაზე მეტხანს; კუჭის შეკრულობა ორ კვირაზე მეტხანს; სისხლიანი ფაღარათი; გამოცლის გაურკვეველი სურვილი. ( კაროჩე უნიტაზზე ჯდობა თუ მოგბეზრდათ, ექიმთან მიდით)
5.ფსიქიკის ცვილებები – თუკი შენიშნეთ, რომ გაქვთ აზროვნების უეცარი ან მუდმივი შეფერხება, დეზორიენტაცია, აგრესიული ქმედების უეცარი შეტევები, ჰალუცინაციები, ორგანიზმი გამცნობთ, რომ ექიმთან მისვლის დროა და გადადება არ შეიძლება.
ცვილილებები ფსიქიკასა და ქცევებში შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის ტრავმისგან, ინსულტისგან, სისხლში შაქრის დაბალი დონით და ასე შემდეგ;
6. სუსტი ან ძლიერი თავის ტკივილები ( განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ) – უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს: უცნაური ძლიერი თავის ტკივილი; თავის ტკივილები და ტემპერატურის მატებასთანმ გამონაყართან, გულის შეტევასთან, მხედველობის გაუარესებასთან ერთად; თავის ტკივილები ტრავმის ფონზე.
ჩამოთვილილი სუამოვნებების მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ: იინსულტს, სისხლ-ძარღვების ანთებას, მენინგიტს, ტვინის სიმსივნეს, ანერვრიზმას ან თავის ტრავმის შემდეგ ფარულ სისხლდენას.
7. მხედველობის, მეტყველების ან სხეულის მოძრაობის კონტროლის დროებითი დაკარგვა – ასეთი სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინსულტის ან იშემიური შეტევებისგან ჩნდება. სასწრაფოდ მიაკითხეთ იმ ”ავად სახსენებელს” თუკი რამე მსგავსს გრძნობთ: უეცარი სისუსტე ან სახის, ხელის ან ფეხის გაშეშება სხეულის ერთ მხარეს; მხედველობის დროებითი დაკარგვა; უეცარი ძლიერი თავის ტკივილი; უეცარი თავბრუსხვევები და ორიეტაციის დარღვევა (ეს ის არაა რაც თქვენ გგონიათ)
8. თვალებში განათება -დაიმახსოვრეთ, ეს ღვთიური სასწაული არ არის !!! თვალებში სინათლის უეცარი გამოვლენა ბადურის სერიოზული პრობლემების მომასწავლებელია და სამედიცინო დახმარება აუცილებელია.
9. დანაყრების შეგრძნება მცირე საკვების მიღების დროს – დანაყრების შეგრძნება დროზე ადრე და გულის რევა, რომელიც კვირაზე მეტხანს გრძელდება, ორგანიზმის ნიშანია, რომელსაც ძალიან ბევრი მიზეზი სეიძლება ჰქონდეს. მთ შორისაა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, კუჭის კიბო და ასევე, საკვერცხეების კიბო.
10. გახურებული, წითელი ან დასიებული ძარღვები – ეს საგანგაშო ნიშნები ძარღვების ინფექციას უკავშირდება და გადაუდებელი დახმარებაა აუცილებელი, რათა ბაქტერიებს გავრცელების საშუალება მოესპოთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ნიკრისის ქარი ან ართრიტის სახეობები.
დაბოლოს: ძალიან ხშირად სხვადასხვა ჩივილის მიზეზი, შესაძლოა, უძილობაც გახდეს. მაგალითად, მას შეუძლია გამოიწვიოს ძარღვების პრობლემები, წელის ქრონიკული ტკივილები, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, აზროვნებისა და მეხსიერების გაუარესება. ამ უსიამოვნებების დაძლევაში კარგად შერჩეული ორთოპედიული მატრასი დაგეხმარებათ.
obozrevatel.ru
You must log in to post a comment.